Skip to content

ერნესტ ჰემინგუეის ექვს სიტყვიანი მოთხრობები, რომლებიც გულს აგიჩუყებთ

ერთხელ, ერნესტ ჰემინგუეიმ სანაძლეო დადო, რომ შეძლებდა ძალიან მოკლე მოთხრობის დაწერას, რომელიც ნებისმიერს ააღელვებდა. გენიალურმა მწერალმა სანაძლეო მოიგო ერთი წინადადებით: “იყიდება ბავშვის ფეხსაცმელი, უხმარი” («For sale: baby shoes, never worn»).

მას შემდეგ ერთ წინადადებაში მთელი ისტორიის ჩატევას ბევრი ცდილობს. გთავაზობთ რამდენიმე მოკლე ისტორიას, რომლებიც სულ რაღაც 6 ან ნაკლები სიტყვით მკითხველს გულს უჩუყებს და აოცებს.

1. უცნობები. მეგობრები. საუკეთესო მეგობრები. საყვარლები. უცნობები.

2. “ნომერი შეგეშალათ”, – უპასუხა ნაცნობმა ხმამ.

3. მგზავრებო, ახლა თქვენ კაპიტანი არ გელაპარაკებათ.

4. ვყიდი პარაშუტს: არასოდეს გახსნილა, ცოტა დალაქავებულია.

5. ეს ჩვენი ოქროს ქორწილია. სუფრა ერთზეა.

6. სახლში ვარდები მივიტანე. გასაღები აღარ მოერგო.

7. დამტვრეულ საქარე მინაზე ეწერა “ახალდაქორწინებულები”.

8. ჩვენი საძინებელი. ორი ადამიანის ხმა. ვაკაკუნებ.

9. გადავხტი. მერე კი გადავიფიქრე.

10. ბოდიში, ჯარისკაცო, ფეხსაცმელი მხოლოდ წყვილად იყიდება.

11. საწოვარიანი ბოთლით აჭმევს საკუთარი ცოლი მკვლელს.

12. ზრდასრულად წარმოიდგენდა თავს. გაიზარდა. დაკარგა წარმოსახვა.

ავტორი