Skip to content

ერიკ – ემანუელ შმიტის – „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“

გიფიქრიათ ღმერთთან მიგეწერათ წერილი? მოგეყოლათ თქვენს შესახებ, რას გრძნობთ, რა გახარებთ…

გაიცანით, მძიმე სენის მქონე პატარა ბიჭუნა – სახელად ოსკარი, რომელიც საავადმყოფოს კედლებიდან გადაწყვეტს წერილების წერას ღმერთისთვის…

ყველაფრის მიუხედავად ხალისიანი, იუმორით სავსე ბიჭუნას ისტორია , გულგრილს არავის ტოვებს.

გთავაზობთ ამონადირს წერილებიდან:

„უფალო ღმერთო, მე მქვია ოსკარი, ათი წლის ვარ. პირველად გწერ წერილს, რადგან აქამდე, სკოლის გადამკიდე, საკმარისი დრო არ მქონდა.თავიდანვე გაფრთხილებ, მეზიზღება წერა. ეს იმიტომ, რომ წერა მხოლოდ ბრჭყვიალებსა და ზიზილ-პიპილოებს ნიშნავს. სიცრუის შელამაზებაა და მეტი არაფერი. ამაში მოზრდილებს მეტი გაგეგებათ. გინდა დაგისაბუთო? თუნდაც ჩემი წერილი ავიღოთ.შემეძლო სხვანაირად მომეწერა: „კვერცხთავას მეძახიან, რომ შემხედო შვიდ წელზე მეტს არ მომცემ. საავადმყოფოში კიბოს გამო ვცხოვრობ.აზრადაც არ მომსვლია აქამდე, გამოგლაპარაკებოდი, რადგან შენი არსებობის არც კი მჯერა… ასე რომ დამეწყო, აბა, რა წერილი გამოვიდოდა. არ მგონია, ჩემით დაინტერესებულიყავი, მე კი შენი ყურადღება მჭირდება. არც იმაზე ვიტყოდი უარს ერთ-ორ საქმეზე ხელი რომ წამიკრა.

ექიმები, მედდები სულ მიყურებენ, როცა კარგ ხასიათზე ვარ სევდიან მზერას მომაპყრობენ, როცა ვხუმრობ, ძალით იცინიან. რაც მართალია, მართალია, ადრინდელივით ვეღარ ვხალისობ.

ჩემმა ოპერაციამ აქ ბევრს გაუცრუა იმედი, ყველას გადანერგვის იმედი ჰქონდა.ექიმებმა აღარ იციან რა მოიმოქმედონ. ამის გამო ლამის მე შევიცოდო ისინი.მგონი, ექიმებს აღარ ვუყვარვარ, რადგან ჩემს გამო სასოწარკვეთილებაში არიან.ვითარება უარსედება.

ძვირფასო ღმერთო, შევეცადე ჩემი მშობლებისთვის ამეხსნა, რომ სიცოცხლე მეტად უცნაური ძღვენია, ჯერ მისით ვტკბებით, შემდეგ კი მას აღარც ვაფასებთ. არ ვიცი რამდენად დავარწმუნე ჩემი მშობლები ამაში, მოინახულე და დარწმუნდი მოვახერხე თუ არა.

თავს სუსტად ვგრძნობ. მგონი, ვკვდები….

პატარა ბიჭუნა გარდაიცვალა.

უკანასკნელი წერილი ოსკარის სახელით, მისმა მომვლელმა, დედა როზამ,ოსკარისთვის კი ვარდისფერმა ქალბატონმა დაწერა:

მადლობას გიხდი, ოსკარი რომ გამაცანი, მისი წყალობით სიცოცხლის ხალისით ავივსე. ამ დილით გარდაიცვალა, ოსკარმა ეს ჩვენს გარეშე მოახერხა, მშობლების გასვლას დაელოდა, დაგვინდო…

პ.ს სიკვდილამდე სამი დღით ადრე ოსკარმა დაწერა რაღაც, რაც , მგონი, შენ გეხება:

„მხოლოდ ღმერთს აქვს ჩემი გაღვიძების უფლება“…

მოამზადა მარიამ ნებიერიძემ