ერთხელ ერთმა მარშალმა ნაპოლეონთან შეხვედრა მოისურვა. ნაპოლეონმა იცოდა, თუ რისი თქმა სურდა მას, თუმცა როგორც ძლიერმა და ჭკვიანმა ლიდერმა მას მაინც კარგად მოუსმინა. მარშალმა ნაპოლეონს თავისი გამარჯვების ისტორია დეტალებში მოუყვა.
ნაპოლეონმა გულისყურით მოუსმინა, მაგრამ არაფერი უთქვამს. მარშალი იმედგაცრუებული იყო. იგი მეტ ენთუზიაზმს და მეტ აღფრთოვანებას ელოდა თავისი მეთაურისაგან. ნაპოლეონმა კი არც მიულოცა და არც ჯილდო აღუთქვა.
მარშალმა კვლავ გააგრძელა საუბარი და მოყვა დეტალებს, რომლებიც არ უხსენებია. ნაპოლეონი კვლავ ზრდილობიანად უსმენდა,რაც მარშალს მეთაური მხრიდან გამხნევებად ეჩვენებოდა და კვლავ განაგრძობდა თხრობას.
„დარწმუნებული ვარ ნაპოლეონი საკარდრისად დამაჯილდოებს“ – ფიქრობდა იგი.
და როდესაც მარშალი საბოლოოდ მორჩა საუბარს, ნაპოლეონმა მას ერთი შეკითხვა დაუსვა:
და ამ გამარჯვების შემდეგ რა გააკეთე?
მარშალს ხმა ჩაუვარდა, თუმცა გაკვეთილი, რომელიც ამ საუბრიდან ისწავლა არასოდეს დავიწყებია. მან გაიაზრა, რომ წარმატებული ადამიანები ერთხელ მოპოვებულ წარმატებას არ სჯერდებიან.