სიყვარული ძლიერია, მკურნალია, წმინდაა.. ნაზი და ფაქიზია, სათნო ძალაა, მხნეობაა, დაუმარცხებელია, უკვდავია, ულევია, სიმშვიდეა, სინათლეა, სპეტაკია.. გადამდებია, ყველგანმყოფია, მარადიულია, სრულყოფილებაა,ზეციური მადლი და წყალობაა… ჯადოსნურია.. უშრეტი წყარო სიკეთისა.. ის მოულოდნელად მოდის…
აგვავსებს, გაგვწმენდს, ძალას გვმატებს, ზეცაში ავყავართ, სულს გვიმსუბუქებს, სიცოცხლეს ალამაზებს.. იმედითა და სითბოთი გვავსებს, მარადიულ სიახლეს გვაზიარებს.. მკურნალი ექიმია ჩუმად და უხმოდ მოსული.. ყველა ჭრილობისა და ტკივილის მომშუშებელი…. სამყაროს გვიფერადებს და არასოდეს გვტოვებს უნუგეშოდ…
ჩვენ კი ვუვლით ვზრუნავთ, ვეფერებით, ვამრავლებთ… თუმცა მას ჩვენი გამრავლება არც კი სჭირდება. ის თავისთავად მრავლდება.. უბრალოდ მას გულს ვუთმობთ,რადგან იქ არის მისი ადგილი.. ის აუფთავებს მთელს ჩვენს არსებას.. მარადიული ყოველთვის ახალი სხვადასხვა სახით, მრავალფერი ცისარტყელასავით დიდი და ყოვლისმომცველი რკალად შემოგვევლება ხოლმე და გვიცავს გვიფარავს ცხოვრებას გვიადვილებს.. მის ნათელს ამოვყავართ ყველაზე რთული და უიმედო მდგომარეობიდანაც.
ყველაზე ბნელი გვირაბიდანაც.. ყველაზე ღრმა მორევიდანაც კი. უკვალოდ აქრობს ყველა ჩვენს ჭრილობას.. სრულიად ცვლის ადამიანის ცხოვრებას.. უდიდეს სტიმულს გვაძლევს, მადლითა და გამოუთქმელი სიხარულით გვავსებს და სულს აცხონებს… გვაკეთილშობილებს.. გვალამაზებს.. გვათავისუფლებს… როგორც მუსიკა, რადგან მუსიკაც იგივე სიყვარულია ზეციური ჰანგი….
ხათუნა მელქაძე