Skip to content

ეიმი მალინზი – ქალი, რომელმაც სტერეოტიპები დაამსხვრია

ეიმის დაბადებიდან დაყვა წვივის მცირე ძვლების პათოლოგია. ექიმებმა დაასკვნეს, – : ბავშვი ვერასდროს გაივლისო… და 6 თვისას ფეხები მოჰკვეთეს. მაგრამ რა იცოდნენ, მომავალი რას უმზადებდათ – გოგონამ გაიარა, შემდეგ გაირბინა და სიგრძეში ხტომაც დაიწყო სპეციალური პროთეზის საშუალებით.

210

310

36 წლის ეიმიმ ბევრს მიაღწია – მოდელის კარიერა გაიკეთა, კინოშიც აქტიურად იღებენ, 1996 წელს ატლანტის პარაოლიმპიურ თამაშებზე ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა – 100 მეტრი 17.01 წამში გაირბინა და სიგრძეში 3,14 მეტრზე გადახტა.

61

51

47

ეიმის 12 წყვილი პროთეზი აქვს, რომელთა დიზაინი თავად შექმნა. სირბილისთვის ე.წ. ”გეპარდის ფეხებს” – ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადებულ პროთეზს იყენებს, სხვადასხვა ღონისძიებაზე დადის სილიკონის ფეხებით, რომლებსაც ნამდვილისგან ვერც გაარჩევთ – მათზე ვენები და თმის ფოლიკულებია დახატული. გარდა ამისა, ეიმის საგანგებოდ Alexander McQueen-ს შოუსთვის აქვს გამჭვირვალე, მინისებური პროთეზი…

91

71

81

101

პროთეზების საშუალებით ეიმის სიმაღლის რეგულირება შეუძლია 173-დან 185 სმ-მდე. საკუთარი სხეულის დიზაინერობა ხომ ნებისმიერი ქალის ოცნებაა!

111

ეიმი მალინზი თავისი ცხოვრებით ამტკიცებს, რომ უუნარო ადამიანი შეიძლება სუპერუნარიანად გადაიქცეს. უბედურების მიუხედავად, გოგონამ გადაწყვიტა, იყოს ლამაზი, ჯანმრთელი და წარმატებული. და ეს საქმითაც დაამტკიცა.

151

141

131 181 171