Skip to content

ეზოპეს დამაფიქრებელი გამონათქვამები

ოთხი მოტივი გთავაზობთ, ძველბერძენი მეიგავის ეზოპეს ცხოვრებისეულ გამონათქვამებს.

1. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანების გზები თვითგანადგურებისკენ მიდის.

2. უკეთესია ისწავლო სხვის შეცდომებზე, ვიდრე შენსაზე.

3. ბევრს ვინანებდით თუ ყველა ჩვენი სურვილი ასრულდებოდა.

4. იყავი კმაყოფილი იმისა, რაც გაქვს. ყველაფერში პირველი ვერ იქნები.

5. ხალხს ხშირად შურს სხვების იმ საქციელების,რომელითაც თავად ვერ ისიამოვნეს.

6. სიკეთე, რაც უნდა მცირე იყოს, ფუჭად არასდროს იკარგება.

7. მატყუარა კაცს არავინ დაუჯერებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის სიმართლეს ლაპარაკობს.

8. სინანული ვერ დაგიბრუნებს იმას, რაც უკვე დაკარგულია…

9. სიმამაცე ადვილია, როცა დაცულ ადგილას იმყოფები.

10. რაც უფრო პატარაა გონება, უფრო დიდია პატივმოყვარეობა.

11. არასოდეს სთხოვო რჩევა გასაჭირში მყოფ კაცს.

12. ერთად ყოფნა ძალას გვმატებს.

13. გაჭირვება მეგობრობის გამოცდაა.

14. მომჭირნეობაა, როცა დღევანდელ მარაგს ხვალისთვის ამზადებ.

15. ადამიანები რომლებიც ხმამაღლა მოთქვამენ, სულაც არ არიან ისინი, ვისაც ყველაზე მეტად სტკივათ.