როცა ახალი დღის დადგომას ველოდები და ის დგება, მას დღევანდელ დღეს ვეძახით.. დღეს – ეს გუშინდელი ხვალეა, საქმე კი იმაშია, როგორ ვეპყრობით მას. ხშირ შემთხვევაში უქმად ვატარებთ ხვალინდელ დღეს, ისევე, როგორც გუშინდელსა და დღევანდელს. ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, ხელიდან გვისხლტება.
ყოველი ჩვენგანი უნდა შეჩერდეს და საკუთარ თავს შეახსენოს, რომ საათი არ ჩერდება. ზუსტად ის საათი, რომელმაც ათვლა ჩვენი დაბადებისთანავე დაიწყო და რომელიც ერთხელაც ჩვენთვის სამუდამოდ გაჩერდება.
დრო ყველას გვასწორებს. მას უკეთესებიცა და უარესებიც განურჩევლად მიჰყავს. გვეძლევა შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენგან დაჟინებას ითხოვენ. როცა ცხოვრებას ვამთავრებთ, უკვე აღარ გვაქვს მეორე შანსი, რომ შეცდომები გამოვასწოროთ. საათები, რომლებიც ცხოვრების წუთებს გვითვლიან, არც ჩვენს დამარცხებას და არც გამარჯვებას ყურადღებას არ აქცევენ. მათთვის სულერთია წარმატებას მიაღწიეთ თუ მარცხი განიცადეთ. ისინი არ დაგიდევენ მიზეზებს, პატიოსნებას, თანასწორუფლებიანობასს. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, თუ როგორ ითამაშეთ საკუთარი როლი.
ნებისმიერ ასაკში ადამიანს აქვს გამძაფრებული დროის მომენტები. ეს მას სწრაფად მოქმედებას აიძულებს… მაგრამ უნდა დავაფასოთ ცხოვრების თითოეული წუთი – ეს წუთები ჩვენ იმდენად უმნიშვნელოდ გვეჩვენება, რომ მათ დაკარგვას ვერც კი ვამჩნევთ.
დრო კიდევ გვაქვს, ისევ გვაქვს უამრავი შანსი – უამრავი შესაძლებლობა, მრავალი წელი – რომ დავამტკიცოთ რა შეგვიძლია.. უმეტესი ჩვენგანისთვის დადგება ხვალე, შემდეგი კვირა, თვე და წელი, მაგრამ გამძაფრებული დროის შეგრძნებას თუ არ განვივითარებთ, ისინი უქმად დაიხარჯება, ისევე, როგორც გასული დღეები, კვირეები, თვეები და წლები.. დრო უსასრულო არ არის.
ასე რომ , თუ გსურთ აისრულოთ ოცნებები და მიაღწიოთ მიზნებს ხვალ, დღესვე დაიწყეთ. გადადგით პირველი ნაბიჯები, მათი აღსრულების გზაზე თქვენს ცხოვრებაში…
ჯიმ რონი