ტიკ – ტაკ, ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ… ისმის ხმა და ვსვამ კითხვას: ადამიანის რომელი რესურსია ყველაზე შეზღუდული და ამავდროულად კეთილად გამოყენებადი?
ფული? არა, რასაკვირველია. ეს შეზღუდული ნამდვილად არაა. ალბათ ყველანი შევთანხმებით,რომ ადამიანს შეუძლია უამრავი ფული იშოვნოს,თუ საამისო ჭკუა, ნებისყოფა და გამბედაობა ეყოფა.
დრო? რაღა თქმა უნდა… თუ მუდამ საკმარისი დრო გვექნებოდა ყველაფერი მეტად მარტივი იქნებოდა ჩვენთვის: ადვილად ჩავაბარებდით გამოცდებს, ვიმუშავებდით ბევრს და გავზრდიდით ჩვენს შემოსავლებს – ამავდროულად კი გვექნებოდა საშუალება,რომ დაგვესვენა და მეტი დრო გაგვეტარებინა მეგობრებთან და ოჯახთან ერთად.
მშვენიერია… თუმცა საკმარისი დრო არასოდეს გვაქვს, მიზეზი კი ბევრია:
არსებობს ბევრი რამ რისი გაკეთებაც არ გვსურს დღეს, არსებობს რაღაც რაც ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ან ნაკლებად გვაინტერესებს და ამ ულევ მიზეზთა გამო ყველაფერს სამომავლოდ ვდებთ. “აუცილებლად გავაკეთებ, თუმცა დღეს არა” ჩვენ ხომ ამისთვის უამრავი დრო გვაქვს, რადგან ჩვენდა “საბედნიეროდ” ყოველთვის არსებობს ხვალინდელი დღე.
დროის უკმარისობას ვუჩივით და გასამართლებელი მიზეზი უამრავი გვაქვს, თავისუფალი დრო კი, შესაბამისად ცოტა. ამის ნამდვილი მიზეზი ყველას გვესმის, თუმცა დაფიქრებაზე და გამოსწორებაზე ფიქრის სანაცვლოდ ვცდილოთ შევნიღბოთ და შევალამაზოთ ჩვენი საქციელი. საქმის გადადება კი ყველაზე მარტივი გზაა ჩვენი სიზარმაცის გასამართლებლად და თავის დასამშვიდებლად. სამწუხაროა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ისეთ საქმესაც კი დებენ, რომლის გაკეთებაც ნამდვილად სურთ და სჭირდებათ.
დროის სწორად გამოყენება გვიჭირს და ოცნებები თავზე საყრელად გვაქვს: “ერთ დღეს წავალ სამოგზაუროდ ჩემს საოცნებო ადგილას, ვიმოგზაურებ რომში, პარიზში, ლონდონში… “ერთ დღესაც” მოვა იდეა, რომელიც სიმდიდრეს და ფინანსურ თავისუფლებას მომიტანს. “ერთ დღესაც” ვნახავ ჩემს ძველ მეგობრებს. “ერთ დღესაც”…
სისულელეა არა?! რატომ უნდა გადავდოთ საქმე, რომელიც ძალზეც მნიშვნელოვანია ჩვენთვის???
კიდევ ერთი მიზეზი ისაა,რომ მუდამ იდეალური სიტუაციის დადგომას ველოდებით, რაც რასაკვირველია, ჭკუასთან ახლოს არაა. არ ვურეკავთ ძველ მეგობარს იმ მიზეზისდა გამო,რომ შეიძლება დაკავებული იყოს. სამოგზაუროდ არ მივდივართ,რადგან ფულის დაზოგვა გვიჭირს, ვფიქრობთ, რომ “ერთ დღესაც” დადგება დრო, როცა საჭირო ფულს ერთიანად ვიშოვნით. არ ვიწყებთ ბიზნეს იმიტომ,რომ კონკურენციის გვეშინია, ვშიშობთ, რომ ჩვენი განხორციელებული ინსვესტიცია ქარს გაჰყვება…რეალურად კი ერთადერთი რამ, რაც ფუჭად მიდის და ქარს მიჰყვება – ჩვენი დროა…
არცერთ ადამიანს არ აქვს მორალური უფლება დროის ნაკლებობას უჩიოდეს,როცა ყველას, ყოველდღიურად, ზუსტად იმდენი საათი, წუთი და წამი აქვს, რამდენიც ჰქონდა : ალბერტ აინშტაინს,თომას ედისონს,ილია ჭავჭავაძეს,ვაჟა ფშაველას, უოლტ დისნეის, სტივ ჯობსს, მაიკლ ჯორდანს…