დროის ეფექტური მანეჯმენტი ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრების ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. ხშირად გვითქვამს და გვესმის შემდეგი ფრაზები: „დრო არ მყოფნის“, ,,ნეტავ უფრო მეტი დრო მომცა“, ,,მეტი დრო, რომ მქოდეს“ და ა.შ.
მინდა ყველას ვკითხო:
არსებობს კი იმაზე მეტი დრო,რაც გვაქვს? რასაკვირველია, არა !
პრინციპები, რომელთა პრაქტიკაში გატარებით შეძლებთ თქვენი დროის ეფექტურად მართვას
დაფიქრდით სწორად ანაწილებთ დროს, თუ არა? აღიარეთ, რომ ეს ასე არაა !
დროის ეფექტურად განაწილება, რომ დაიწყოთ პირველ რიგში აუცილებელია იგრძნოთ, რომ ეს ნამდვილად გჭირდებათ. საჭიროა უთხრათ ეს თქვენს თავს, აღიაროთ და მიზნად დაისახოთ ამ პრობლემის აღმოფხვრა.
განსაზღვრეთ თქვენი პრიორიტეტები !
მეორე ეტაპი არის იმის გაანალიზება, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის. გირჩევთ ფურცელზე ჩამოწეროთ, თუ რისი გაკეთება გიწევთ და რას უთმობთ დროს ყოველდღიურად. შემდეგ კი შეაფასოთ , თუ რომელი მათგანი უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის.
ჩამოწერეთ, თუ რა გაკარგვინებთ დროს !
როდესაც იცით რა უფრო მნიშვენლოვანია თქვენთვის, ადვილია განსაზღვროთ,თუ რის გამო კარგავთ დროს. ჩამოწერეთ ყველაფერი ის რასაც ყოველდღიურად აკეთებთ და ფიქრობთ, რომ მისი კეთება უსარგებლოდ დროის კარგვაა. და ამის შემდეგ შეუდექით მათი დროის მკაცრად შეზღუდვას.
რას დათმობ იმის მისაღებად, რაც უფრო მეტად გსურს?!
ჩამოწერეთ, თუ რას დათმობდით იმის მისაღებად,რაც უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის, გაანალიზეთ ეს და მარტივად შეუდექით მათ დათმობას !
გაიმარტივეთ დასახული ამოცანების შესრულების გზები.
„ხერხი სჯობია ღონესაო“ ვიცი ყველას გაგიგიათ. შეეცადეთ ეძებოთ გზები, რომლითაც თქვენს ამოცანებს გაიმარტივებთ. დაიმახსოვრეთ, რომ ეს აუცილებლად იგივე შედეგში და ნაკლებ დახარჯულ დროში უნდა გამოიხატოს !
დაგეგმეთ თქვენი დრო!
ყოველდღიურად დაუთმეთ თქვენი თავისუფალი დროის 5-10 წუთი მომდევნო დღის გეგმის შედგენას. შეიძლება ბევრი შემეწინააღმდეგოს და თქვას,რომ ზუსტად ვერ განსაზღვრავ, თუ რისი გაკეთება მოგიწევს ხვალ და რომ არ იცი რა მოულოდნელი საქმე გამოგიჩნდება. მინდა დაგეთანხმოთ. აბსოლიტურად მართალი ხართ ! მაგრამ განა რა უდგას წინ იმის დაგეგმვას, რაც მოსალოდნელია და ვიცით, რომ ნამდვილად უნდა გავაკეთოთ?! ვიცი ძნელია და ბევრი პრობლემა უდგას წინ დროის ამგვარ დაგეგმვას,მაგრამ მერწმუნეთ ამის გარეშე ნამდვილად ვერ გახვალთ ფონს !