Skip to content

დიანა იანსე – „ავღანური დღიურები“

„ჩემი გულის ერთ ნაწილს აქ ვტოვებ“.

„ალაჰის მიმართ არანაირი ნდობა არ გამაჩნია. ის რომ მართლა არსებობდეს, ამ ქვეყანას ასე უმოწყალოდ არ მიატოვებდა, ამდენი ხნით“ – ეს ავტორის მოსაზრებაა ავღანეთის შესახებ.  წიგნში ქვეყნის პოლიტიკის  ცუდ და კარგ მხარეებზეა მოთხრობილი. „ავღანური დღიურების“ ავტორი ცდილობს, აღწეროს, თუ რას გრძნობს იქ მცხოვრები თითოეული ადამიანი. რა სურთ, რისკენ მიისწრაფვიან ისინი. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ამდენი ბრძოლის შემდეგ, ზოგჯერ ხელს იქნევენ და მხოლოდ მშვიდად ცხოვრების სურვილით დღეს დღეზე აბამენ.

  1. აქ, ყველაფერთან ერთად, თავისუფლებაც შეზღუდულია. ზოგჯერ, წარმოუდგენლად სტრესულ მდგომარეობაში  გიწევს ცხოვრება, ხანდახან კი უძრაობა და მოწყენილობას ბოლო არ უჩანს.
  2. აქ მხოლოდ სიბნელე და მტვერი მეფობს. ჯიბეში ცოტაოდენი ფულიც საკმარისია, რომ თავი დაცულად იგრძნო.
  3. უცნაურია, როგორ იცვლება ცხოვრება დღითიდღე. ხანდახან ყველაფერი, თითქმის, შეუმჩნევლად ხდება, ზოგჯერ კი ისე სწრაფად ვითარდება, რომ მომხდარის ზუსტი შეფასებაც გიჭირს.
  4. თავშლებში შეფუთული ქალები თავდახრილნი და დაბეჩავავებულები ისხდნენ და სიცოცხლემკვდარი თვალებით იყურებოდნენ. ერთ–ერთი მათგანი იმდენად განადგურებული იყო, ორგანზომილებიანს ჰგავდა. სახე ქაღალდის ფერფლივით დაჭმუჭნული ჰქონდა, მაჯებზე შერჩენილი კანი კი, მძიმე ტილოსავით ჩამოჰკიდებოდა. მოსიარულე მიცვალებულს ჰგავდა.
  5. ქალებს აქ ისე ექცევიან, როგორც ნებისმიერ საკუთრებას: ვირს, ფეხსაცმელს ან უბრალოდ, ჩემოდანს. უცნაური არც ის მოვლენაა, რომ მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში, ქალი გარდაცვლილის მემკვიდრეობის ნაწილი ხდება და ხშირად, მაზლზე ან ქმრის ნათესავზე ათხოვებენ. პაკისტანელი ქალების მიმართ ამგვარი უსამართლობის მხოლოდ იშვიათი შემთხვევბი თუ ხვდება საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში.
  6. ამ ადგილს, თითქოს, არაფერი გამოარჩევს სხვა მსგავსი ადგილებისგან, თუმცა სწორედ აქ, სახლების ნანგრევებში ამზადებენ ახალგაზრდა მამაკაცებისაგან მოსიარულე ბომბებს – ადამიანებს, რომლებიც თავს, გარკვეული მოსაზრებების გამო, იფეთქებენ, იმ მოსაზრებების, რომელთაც ჩვენ ვერასდროს ჩავწვდებით.
  7. არსად ისე მძაფრად არ შევიგრძნობ სიცოცხლეს, ვიდრე აქ, სადაც სიკვდილი ასე ახლოა; სადაც სიკვდილის ცელი თავად შენ თუ არ მოგხვდება, შენ ირგვლივ ვინმეს მაინც გამოსჭრის ყელს.
  8. აქ 12 წლის გოგონებს ყიდიან – თავისზე 50 წლით უფროს მამაკაცზე ათხოვებენ; სწორედ ასე გამოიყურება ეს სოფლები, თავიანთი ფარღალალა სახლებით, სადაც საოჯახო ომები მძვინვარებს. აქ გოგონებს ურჩევნიათ, თავი დაიწვან და ასე გადაურჩნენ აუტანელ მომავალ ცხოვრებას. მაგრამ ისინი, რომლებიც თავის დაწვასაც ვერ ბედავენ, თავიანთივე ოჯახის რისხვის ობიექტები ხდებიან. ზურგშექცეულ ქალებს კი, წასასვლელი არსად აქვთ და მთელი ცხოვრება პირღია უფსკრულის პირას დგომას ემსგავსება.
  9. აქ ცხოვრება გამადიდებელი შუშის მიღმა არსებობას ჰგავს. არაფერია ზედმეტად პატარა, ზედმეტად უმნიშვნელო.
  10. ჩემი გულის ერთ ნაწილს მაინც აქ ვტოვებ, ავღანეთში ჩამარხულს, რადგან მსოფლიოში არსად და არცერთ ხალხს ისე არ გაუთბია ჩემი გული, როგორც აქ მყოფთ.

მოამზადა ნინო ოთარაშვილმა