Skip to content

იმ საღამოს უაზროდ მოღუშული ამინდი იყო, არ ვიცოდი რა მექნა, ბოლოს კარადაში შევიხედე და ახალი ქურთუკის მორგება საშინლად მომინდა, ნელა წამოვდექი საწოლიდან წიგნები გვერდზე გადავდე, ზლაზვნით შევუდექი ჩაცმის მოსაწყენ პროცესს. რამდენ დროს კარგავს ადამიანი უაზროდ, რა იქნებოდა ადამს ის ვაშლი საერთოდ რომ არ ეჭამა…

როგორც იქნა გავედი ეზოში ვფიქრობ სად წავიდე ჯიბეში ათიოდე, ამ დალოცვილი ფულის ერთეულის ბანკნოტი მიდევს, გავიფიქრე რა მინდოდა და უმალ შავი ჩაის მაცდურმა სუნმა შეაწუხა ჩემი გულისთქმა, ნაცნობ კაფეში შევედი. დაახლოებით 20 კვადრატული მეტრი იქნებოდა, მუქი ფარდა და შესაბამის ფერებში გადაწყვეტილი ინტერიერი სიმყუდროვის საოცარ შეგრძნებას მიქმნიდა ყოველთვის, თან შხაპუნა წვიმა, უცბად ვიგრძენი რომ ასეთი ამინდი ჩემთვის იყო… გვერდზე მაგიდასთან ძალიან სიმპათიური წყვილი იჯდა,, ერთი შეხედვით ყველა იფიქრებდა რომ შეყვარებულები იყვნენ, თავდაპირველად ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ უცბად საინტერესო და გარემოსათვის ცოტა შეუსაბამო საუბარს მოვკარი ყური:

-სურვილები რამდენი ადამიანიცაა იმდენია დედამიწაზე, ზოგჯერ ორის სურვილი ნაწილობრივ ემთხვევა, მაგრამ ასი პროცენტით მაინც არა, შეგეძლო უბრალოდ ჩემს სურვილში შენთვის სასურველიც გეპოვა რამე, თუნდაც ერთი პატარა წერტილი, მაგრამ ამაზე არც დაფიქრებულხარ, მომწონხარ, ძალიან მომწონხარ, იმის გამო კი არა რომ ჩვენს ურთიერთობას რამე გაგრძელება ექნება, უბრალოდ ამწუთას მომწონხარ, შეიძლება ერთი წუთით გამიხარდეს შენთან ყოფნა, ცხოვრებაც ხომ ერთი წუთია, მეტს არ ვითხოვ იყავი ჩემთან ერთი წუთი…მერე….

-ერთი წუთი თითქოს და მართლაც არაფერია, მაგრამ მინდა გითხრა რომ ცდები. სასიკვდილოდ განწირული ადამიანი ერთ წამს ითხოვს და შენ -სამოცს. ჩემთვისაც საინტერესოა შენთან ურთიერთობა და მაგას არც ვუარყობ. მაგრამ არ მინდა ერთმა წუთმა, რომელიც ჩემს სურვილებში ნამდვილად არ შედის, დამაკარგვინოს ის რაც ჩემი ცხოვრების აზრად იქცა აგერ უკვე ერთი წელია.
გარეთ ძალიან წვიმდა გამვლელები ცდილობდნენ რაც შეიძლება მალე გაევლოთ იმ ქუჩაში სადაც მზიანი ამინდის დროს საათობითაც სეირნობდნენ, საოცარი გრძნობაა როცა სავარძელში კომფორტულად მოკალათებული, გარეთ დასველებულ ხალხს უყურებ..

დავუბრუნდეთ ჩვენს წყვილს, ბიჭი თითქოს არ ელოდა გოგოს პასუხს, გაიკვირვა, ჩაი მოსვა, თმაზე ხელი გადაისვა გარეთ გაიხედა, ალბათ მანაც ის გაიფიქრა რაც ორიოდე წამის წინ მე, ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს ძალა მოიკრიბა და განაგრძო..

-სასიკვდილოდ განწირულმა ადამიანმა მილიონჯერ ერთი წუთი უკვე იცხოვრა, და ერთ წამს იცი რატომ ითხოვს? იმიტომ რომ ამ მილიონ წუთში რამდენიმე მაინც გამოერია ბედნიერების, შენ რა გგონია წამი რამეს დაგაკარგვინებს? ძალიან ცდები, ზოგჯერ მთელი ცხოვრება ცხოვრობ და ბედნიერებას ვერ გრძნობ, არადა შეიძლება წამში შეიგრძნო სიცოცხლის მთელი მშვენიერება.

-შენ გგონია წამი არაფერს გართმევს სიამოვნების სანაცვლოდ? წამმა შეიძლება ბედნიერება დაგაკარგვინოს, ამაზე არ ფიქრობ? წამის შემდეგ რა იქნება? სამაგიეროდ რას მივიღებთ?

-სამაგიეროს ყველაფერი მოითხოვს, გგონია ვინმე უანგაროა? გგონია სიყვარულზე ეგოისტური გრძნობა არსებობს? როცა გიყვარს გგონია შეყვარებულზე ფიქრობ? რატომ გინდა მასთან? იმიტომ რომ თავად იყო ბედნიერი… წამი რომელსაც მე გთხოვ ორივესთვის ტკბილი იქნება…

–სიყვარული მართლაც ეგოისტურია, მაგრამ მიყვარს სიყვარული, ვცხოვრობ და ვიცოცხლებ სიყვარულისთვის…. მეც ეგოისტი ვარ ასე რომ ნუ მთხოვ შენთან ყოფნას, ვარ მასთან რომ ვიყო ბედნიერი..

გაუაზრებლადაც მივხვდი რა ხდებოდა, ასეთი რამ ხშირად თავადაც მომსვლია, ბიჭს უბრალოდ ურთიერთობის გახალისება სურდა, რამე ახალი, ამაში დავრწმუნდი როცა ტელეფონის ზარი გაისმა და ბიჭმა საოცარად ტკბილი სიტყვებით მიმართა ჩემთვის უხილავ მოსაუბრეს. შემდეგ კვლავ მიუბრუნდა თანმხლებს:

–რომ გინდოდეს ის რასაც გთხოვ თამამად გადადგავდი ნაბიჯს? როდის იქნები საკუთარ თავთან მართალი?

-მე ჩემს თავს დავაკისრე ვალდებულება, რომ ვიყო ერთგული ამ ადამიანის, ვინც მიყვარს და ვისაც თავი მივუძღვენი. მე მინდა ვიყო მართალი ღმერთთან, არ მინდა მიყვარდეს ერთი და მეორესთან დროს ვატარებდე, სხვას ვკოცნიდე.მე თავად ვწყვეტ რა არის ჩემს ცხოვრებაში მართალი.

-პასუხისმგებლობას რატომ იკისრებ? გულახდილად მითხარი არანაირი ინტერესი არ გაქვს? თუ გაქვს და ჩარჩოებს ვერ სცდები?

-ინტერესი ურთიერთობის, თუნდაც ეს კამათი სასიამოვნოა, მაგრამ კოცნა და გართობა არ მაინტერესებს.

-მოგწონვარ, რომ არა ის იქნებოდი ჩემთან ?

-ასე ნამდვილად ვერ გეტყვი, რაღაც ახლა წარმოუდგენელია ჩემთვის. მე იმ ადამიანმა ერთხელ დიდი დრო მომცა პასუხისათვის,რადგან გრძნობის გაღვივებას ბევრი რამ ჭირდება და ორ დღიანი ურთიერთობა არ კმარა. ძნელი სათქმელია……მე მიკვირს საერთოდ როგორ შეგიძლია თქვა რომ არა …ის….

შევძლებდი შენთან ყოფნასო …

-შენ მოგწონვარ ვგრძნობ…გამორიცხული არაფერია..

-კი, მომწონხარ როგორც სასიამოვნო მოსაუბრე, გამორიცხული რა თქმა უნდა არაფერია, მაგრამ არის რაღაც ნაკლებად, ან მეტად შესაძლებელი.

-შენ მოგწონვარ როგორც სასიამოვნო მოსაუბრე? ნაკლებად მაინტერესებს, შეიძლება რადიოს დიჯეიც მოგეწონოს მასე, როგორც ბიჭი მოგწონვარ? საერთოდ მითხარი მე როგორ დამახასიათებდი შენს გონებაში…

–თბილი ადამიანი, რომელთან საუბარიც არ მოგწყინდება, მაგრამ როგორც შეყვარებული არ მომწონხარ, რადგან არ მინდა ჩემმა საყვარელმა ადამიანმა ჩემს გარდა სხვას უთხრას ისეთი სიტყვები, რასაც შენ მეუბნები, იფიქროს სხვაზე ისე, როგორც შენ ფიქრობ, იჯდეს კაფეში სხვასთან როგორც შენ.. ვაღიარებ კარგია შენთან ურთიერთობა მაგრამ მიუღებელი……

“მიუღებელი”, რა უაზრო სიტყვაა, არასდროს მიყვარდა და არც ახლა მიყვარს…

–ერთგულება კარგია, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, ყველაფერს აქვს მიზეზი და მიზნობრიობა, არის შენი გულისსწორი ისეთივე იდეალური როგორც შენ? ისიც ასე ფიქრობს? მეეჭვება… ერთგულება კარგია, მაგრამ მხოლოდ დროებით, სანამ ჯერ კიდევ ვთამაშობთ იდეალურ წყვილს, იდეალიზმის ხანა დიდი ხანია წავიდა ჩემო კარგო, პირველივე გულისტკენაზე რომელსაც ..ის.. მოგაყენებს გაგახსენდება ჩემი სიტყვები… შენ ერთი დღე რამეს წაგართმევს?

– წამართმევს, შინაგან სიმშვიდეს დავკარგავ, ოცი წელი ვიცხოვრე ჩემი გზით, ჩემი პრინციპებით და გგონია ახლა ერთ წუთში ადვილია ამ ყოველივეზე უარის თქმა? მაშინ უნდა შევიცვალო როგორც ადამიანი და რატომ, წამიერი სიამოვნებისთვის? არა არ ღირს, შენ ამბობ რომ მასთან ურთიერთობა გაგიცივდა, არ მინდა ჩემს გამო სულ დაკარგო ის სიყვარული რასაც მისდამი გრძნობ.

–შენ არ გესმის, ურთიერთობა შენს გამო არ გაცივებულა, შენ ვერაფერს შეცვლი დამიჯერე, შენთან ურთიერთობით ჩემს სიყვარულს არც დააკლდება არც მოემატება, ერთია წუთი, ერთია სიცოცხლე და ერთია სიყვარული…

–შენ გინდა მნახო, მომეფერო და წახვიდე? უკან მაინც მოიხედავ ?იქნებ მერე ჩემთან ყველანაირი კონტაქტიც გაწყვიტო? რას მთხოვ?

–მე გთხოვ ერთი დღე მაჩუქო …

შენ არ გინდა

–და სანაცვლოდ რას მივიღებ, მე ხომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ რომელიც სარგებელს ეძებს? მე არ მინდა შენი კოცნა, არ მაინტერესებს შენტან ლაპარაკს ვახერხებ და სხვა აუცილებელი არ არის.და ნუთუ სათამაშო ვარ რომლის თხოვებაც შეიძლება რამდენიმე წუთით და მერე შეყვარებულისთვის დაბრუნება???

–შენც იმას მიიღებ რასაც მე, არც მეტს არც ნაკლებს, გპირდები არ ინანებ…

ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია ისაა რომ შენთან მინდა, მე სხვას ვეღარაფერს დავამატებ, დიდი მადლობა ჩემი ატანისთვის..

–აუტანელი მართლა არ ხარ, უბრალოდ ამ საკითხში ალბათ ვერ ვუგებთ ერთმანეთს.

შენთვის ძნელი გასაგებია ჩემი პოზიცია, სამწუხაროდ. ან იქნებ გასაგებიც, უბრალოდ იმდენად შორს არის შენი სურვილებისგან რომ არ გინდა დამეთანხმო…

–ანუ მორჩა, ბოლო სიტყვა იყო?

–მოდი შენ მითხარი შენი ბოლო სიტყვა და მე ჩემსას გეტყვი. ოღონდ დაფიქრდი და ისე.

–მე შენთან მინდა.

–შენ ჩემთან გართობა გინდა, მე სათამაშო არ ვარ გაერთო და წახვიდე, იქნებ უკან აღარც მოიხედო იქნებ საერთოდ დაგავიწყდე კიდეც?

– მე შენ ისე არ გიყურებ როგორც სათამაშო, არ ვიცი ალბათ ვეღარაფერს დავამატებ შენ ჩემზეც ცუდი აზრი გქონია და საკუთარ თავსაც ვერ აფასებ…

გოგოს პოზიცია გასაგებია, მაგრამ რა სურს ბიჭს ამის გარკვევა თქვენთვის მომინდვია, ზუსტად ამაზე ჩავფიქრდი მაშინ მეც და უცბად კიდევ ერთი წყვილი შემოვიდა, საინტერესო და გამაოგნებელი შეხვედრა…..

ჯერალდ ნიუმანი. თარგმანი ლაშა მარკოზიშვილი