Skip to content

დეპრესია – როგორ დავიბრუნოთ იმედი ?

“ოპტიმიზმი არის რწმენა,რომელსაც მიზნის მიღწევამდე მივყავართ.ქვეყნად არაფერი შეიქმნებოდა, იმედის,თავდაჯერებულობისა და რწმენის გარეშე“ – ჰელენ კილერი
იქნებდა მართლა განაპირობებენ რწმენა და იმედი ჩვენს მომავალ წარმატებასა და ბედნიერებას? მაშ, როგორ შეიძლება არ დავკარგოთ ისინი, როდესაც უაღრესად მძიმე სიტუაციაში ვართ?
ყველას გვაქვს პრობლემები და ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის წამები,როდესაც გამოსავლის მოძებნა გვიჭირს. ამ დროს, მნიშვნელოვანია არ დავკარგოთ რწმენა და მხნეობა – გამოსავალი კი ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდება.
დეპრესია – გრძნობა იმისა, რომ იმედი არ არსებობს ყველაზე რთულად სამართავი ემოციაა, თუმცა აბსოლიტურად შესაძლებელია.ეს კი კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც უნდა განაგრძნოთ გამოსავლის ძებნა, მაშინაც კი, როცა იმედი არსაით ჩანს.
ასე,რომ როდესაც დეპრესიაში ხართ და უიმედობა შემოგაწვებათ, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
1. გაიხსენეთ ის მიღწევები,რომლებიც ცხოვრებაში გქონიათ. რა გადაგიტანიათ? როგორი რთული პრობლემები გადაგილახავთ? გაიხსენეთ თქვენი წარსული მიღწევები და ნუ დაგავიწყდებათ,რომ დღესაც შეგწევთ ძალა, იგივე გააკეთოთ.
2. განეწყვეთ ოპტიმისტურად. გარს შემოიკრიბეთ ოპტიმისტი ადამიანები, ისინი ვინც ცხოვრებას ნათელ ფერებში ხედავენ და დაგეხმარებიან თქვენც ასევე იაზროვნოთ.
3.მოტივირება გაუწიეთ საკუთარ თავს. იკითხეთ სამოტივაციო სტატიები, წიგნები, მოუსმინეთ პოზიტიურ მუსიკას.
4. გაატარეთ დრო ბუნებაში. სუფთა ჰაერი,ლამაზი ბუნება და დასვენება დადებითად იმოქმედებს თქვენს ნერვულ სისტემასა და განწყობაზე, შეგმატებთ პოზიტიურ ენერგიასა და მომავლის იმედით აგავსებთ.
5. გამხნევდით. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, იმედის დაბრუნებას რწმენა და მხნეობა სჭირდება. მიეცით საკუთარ თავს შანსი, რომ გადადგათ პირველი ნაბიჯი. რაც უფრო მალე მოიქცევით ასე, მით უფრო მალე დააღწევთ თავს შექმნილ სიტუაციას.
4motivi.com