ერთ დღეს , 12 წლიანი ერთობლივი ცხოვრების შემდეგ, ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, რომ მე სხვა ქალთან უნდა გამეტარებინა დრო – მევახშმა და კინოთეატრში მასთან ერთად წავსულიყავი.”მე შენ მიყვარხარ, თუმცა ვიცი, რომ სხვა ქალსაც უყვარხარ და მას ძალიან სურს შენთან გაატაროს საღამო”-მითხრა ცოლმა. ეს ქალი დედაჩემი გახლდათ. 19 წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც მამა გარდამეცვალა და ამ დროისთვის, იმდენად გადატვირთული ვიყავი სამსახურით და ჩემი სამი შვილით, რომ ძალიან იშვიათად ვსტუმრობდი ქვრივ დედას.
იმ საღამოს დავურეკე, რომ კინოთეატრში დამეპატიჟებინა.
-ხომ მშვიდობაა? ხომ არაფერი შეგემთხვა?-მკითხა აფოარიაქებულმა, როდესაც ჩემი ხმა გაიგონა.დედაჩემი იმ კატეგორია ქალებს განეკუთვნებოდა,რომლებიც ყოველთვის ცუდ ამბავს ელოდებოდნენ, როცა ტელეფონი გვიან რეკავდა.
-ვიფიქრე შენთვის სასიამოვნო იქნებოდა, თუკი საღამოს ერთად გავატარებდით-ვუპასუხე მე.
-მეც ძალიან მინდა-მიპასუხა დედამ წამიერი დუმილის შემდეგ.პარასკევ საღამოს, სამსახურის შემდეგ, დედას სახლში გავუარე.ცოტათი ვღელავდი. ის კარებთან იდგა, ეცვა კაბა, რომელიც ქორწინების ბოლო წლისთავისთვის იყიდა. ისიც ცოტათი აღელვებული ჩანდა.
-ჩემს მეგობრებს ვუთხარი, რომ მე და ჩემი ბიჭი დღეს რესტორანში ერთად ვივახშმებთ, რამაც მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა-მითხრა დედამ მანქანაში ჩაჯდომისას. ჩვენ არც ისე ძვირ, მაგრამ მყუდრო და ლამაზ რესტორანში წავედით. დედამ ხელი გამომდო და ისეთი სიამაყით მიდიოდა, თითქოს მსოფლიოს პირველი ლედი ყოფილიყო.მენიუს წაკითხვა მე მომიწია, რამდენადაც დედას მხოლოდ მსხვილი შრიფტის გარჩევა შეეძლო. დედა მიცქერდა და თვალებზე ნოსტალგიური ღიმილი უთამაშებდა.
-ადრე, როცა პატარა იყავი, მთელ მენიუს მე ვკითხულობდი-თქვა მან.
-ესე იგი,დადგა დრო, როცა ვალი უნდა გადაგიხადო-ღიმილით ვუპასუხე მე.
ვახშმობისას ისე გავერთვეთ საუბარში, რომ კინოთეატრშიც კი დაგვაგვიანდა. როცა სახლში მივაცილე, გამომშვიდობებისას დედამ მითხრა, რომ კიდევ სურდა რესტორანში ჩემთან ერთად ევახშმა, მხოლოდ ამჯერად ის დამპატიჟებდა.მეც დავეთანხმე.
-როგორ ჩაიარა საღამომ?-მკითხა მეუღლემ, როცა შინ დავბრუნდი.
-შესანიშნავად! გაცილებით უკეთ, ვიდრე წარმომედგინა -ვუპასუხე მე.
რამოდენიმე დღის შემდეგ დედაჩემი გულის ინფარქტით გარდაიცვალა. ეს ისე მოულოდნელად მოხდა, რომ მე ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი. ხოლო კიდევ რამოდენიმე დღის შემდეგ მე მივიღე კონვერტი,რომელშიც იყო ქვითარი იმ რესტორნიდან გამოგზავნილი და დედაჩემის წერილი,რომელშიც ეწერა:
წინასწარ გადავიხადე ჩვენი შემდგომი ვახშმის ანგარიში.დარწმუნებული არ ვარ, რომ შევძლებ შენს გვერდით ყოფნას, თუმცა მე მაინც ორი ადამიანის – შენი და შენი მეუღლის ანგარიშზე გადავიხადე…ალბათ ვერ შევძლებ როდესმე აგიხსნა, თუ რას ნიშნავდა ჩემთვის ის საღამო, რომელიც შენ მომიწყვე,ჩემო ბიჭო. მე შენ ძალიან მიყვარხარ.”
გაუფრთხილდით მშობლებს. ისინი ერთადერთნი არიან,ვისაც გულწფელად უხარიათ თქვენი წარმატება და ბედნიერება და განიცდიან თქვენს წარუმატებლობასა და უბედურებას. იყავით მათთან ხშირად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. გახსოვდეთ,რომ დღე როდესაც ისინი თქვენს გვერდით აღარ იქნებიან, შეიძლება სრულიად მოულოდნელად დადგეს…
გამომგზავნი/ავტორი: გიორგი ვაჩნაძე