1.რწმენა – როდესაც გჯერა, ნებისმიერ განსაცდელს აგარიდებს ღმერთი.
2.სიყვარული – შეიძლება ერთად არ ვართ,მაგრამ სადაც მივდივარ ყველგან მიმაქვს ფიქრები შენზე.
3.მოგონებები – სამყარო არის ადგილი,სადაც მოგონებები ჩანს ყველაფერში – მდინარეებში ჩაცვენილ ფოთლებში,ფრინველების გაშლილ ფრთებში და წვიმაში, ქუჩაში ფეხით მოსიარულე ადამიანებში.
4.დღევანდელი დღე – ნუ ითრგუნები იმის გამო,რომ ჯერ-ჯერობით ცხოვრებაში ვერ მიაღწიე სასურველ მიზანს – გახსოვდეს, წინ, მთელი დღე გაქვს.ასე რომ ცუდ ხასიათზე ყოფნას გირჩევნია დაიწყო ახლავე.
5.ჩიტებიც კი ეჩხუბებიან ერთმანეთს ხორბლის მარცვლების და ალუბლების მწიფე ნაყოფის გამო,მაგრამ ადამიანებისგან განსხვავებით მალევე რიგდებიან.
6.ცა – ადამიანის ნუგეშისმცემელია – როდესაც მოისურვებ შეგიძლია ვარსკვლავებში ჩაიკარგო.
7.თავმდაბლობა – ადამიანი იცით როდის არის ნამდვილად თავმდაბალი? როდესაც ყველაფერი აქვს – სახელი,წარმატება,თანამდებობა,ყავს კერძო თვითმფრინავი,კატერი,ისვენებს ძვირადღირებულ კურორტებზე და მიუხედავად ამისა ეცოდება ღარიბი,მეგობრობს უბრალო ადამიანებთან და პირველივე შემხვედრს უწვდის დასახმარებლად ხელს.არ უყურებს ადამიანებს ზემოდან,გულწრფელია და ბედნიერი.
8.შეყვარებული ადამიანი შეიძლება დაიმახსოვროს მთელმა სამყარომ.
9.სიყვარულია,როდესაც მთელ სამყაროში მოგზაურობ და ყოველ ხეს,ყვავილს,მინდორს,თუ მდინარეს საყვარელ ადამიანზე ესაუბრები.
10.ცხოვრება – ეს არის შთაბეჭდილებები,განცდები,მოგონებები,მშვენიერი ხედები და პეიზაჟები,ასე რომ დააფასეთ თითოეული წამი და იცხოვრეთ ბედნიერად.
11.ადამიანის თვისება სიჯიუტე კარგია,მაშინ,როდესაც, წარმატებას ეხება საქმე. რადგან წარმატებას აღწევენ სწორედ,რომ მიზანდასახული და ჯიუტი ადამიანები.ისინი, ვინც, მოქმედებას იწყებენ დღესვე და არ ელოდებიან შესაფერის დროს.