ამბობენ, რომ არსებობს უიღბლო სიყვარული. თუ სებას და სალომეს სიყვარული შეუღლებით დაგვირგვინდებოდა, მაშინ ეს იქნებოდა ჭეშმარიტად იღბლიანი სიყვარული, რადგან ორივეს თავდავიწყებით უყვარდათ ერთმანეთი და სიყვარულის იღბლიანობა კი იმით უნდა გამოიხატებოდეს, რომ ამ სიყვარულის შედეგი, სიყვარულით მოვლენილი შვილებია, რაც სალომეს და სებას ცხოვრებაში არ მოხდა. სიყვარულთან ერთად, თუ სიყვარულის გარდა ამ ქვეყანაზე არსებობს ბედისწერა, რომელიც ყველაფერს თუ არა, თითქმის ყველაფერს განაგებს ადამიანის ამქვეყნიურ შარა- გზაზე, ზოგისთვის რომ მართლაც შარაგზა არის და ზოგისთვის კი, მიხვეულ-მოხვეული, ეკლიანი ბილიკი. სიყვარული კი ისეთი ღვთიური გრძნობაა, გინდა შარაგზაზე იდგე და გინდა მიხვეულ-მოხვეულ, ეკლიან ბილიკზე, ამ გრძნობას უიღბლოს ვერ უწოდებ, იმიტომ რომ ის სიყვარულია!!!
ამონარიდი ნაწარმოებიდან “სიყვარულის ცეცხლი”