… ვიყავი 15-16 წლისა, სამხედრო სკოლის მოწაფე, ერთხელ მივდიოდი ძეგვის მიდამოებში, როცა შემხვდა გლეხი ფარაჯაში.
– “გამარჯობა”, “გაგიმარჯოს”. გზა ერთი გვქონდა. მივდიოდით ერთად…
– “სალდათი ხარ”? – “არა, სალდათი არა ვარ.”
– “მაშ რად გაკვრია პაგონები?”
– “სამხედრო სკოლის მოწაფე ვარ”.
– “როცა გაათავებ სკოლას სალდათი იქნები?”
– “არა, თუ სკოლა გავათავე, გადამიყვანენ რუსეთში და იქ კიდევ ორი წელიწადი სამხედრო საქმეს მასწავლიან”
– “მერე რაო?” მითხრა.
– “თუ კარგად გავათავე სწავლა, ვიქნები ოფიცერი”.
– “მერე, რაო?” კიდევ მკითხაგამიჭირა საქმე და ვუთხარი: “გენერალი ვიქნები”- “მაშ კარგად ისწავლე და გახდი გენერალი”-ო.
– “მერე შენ რა, ვიქნები გენერალი თუ არა?”
– “როგორ თუ რა”? მომიგო უცბად: “გახდები გენერალი, გაგვიძღვები და გავყრით რუსებს”.შევხედე გაკვირვებული და ვუთხარი: “რას ამბობ, რუსები ბევრნი არიან, მძლავრნი არიან”.
– “მერე რაო”, ამაყად მიპასუხა, “თუ ჩავერიე თქვენს როტაში, ამ სახრით ათ კაცს გადავაბრუნებ”-ო
მივედ სახლში, ვუამბე მამაჩემს, რომელმაც 58 წელიწადი გაატარა რუსის ჯარში. ცხენოსანში.
“რა გაგიკვირდა, ჩვენში არაერთხელ ყოფილა ასეთი ამბავი, როცა ჩვენი სამშობლოდან გაგვიგდია უფრო მძლავრი მტერი: მაგათ, უბრალო ხალხს, დაუჯერე. ესენი არ გიღალატებენ, ნასწავლ ხალხზე კი რა გითხრა, შენ თითონ ნახავ”.
წყარო გენერალი გიორგი კვინიტაძე, “ჩემი პასუხი”