“არიან ადამიანები რომლებიც საკუთარ თავს ქრისტიანად მიიჩნევენ, თუმცა ვერც კი აცნობიერებენ, რომ მათ არც სურთ და არც შეუძლიათ ქრისტიანები იყვნენ, რომ იყო ქრისტიანი მარტო სურვილი არ არის საკმარისი, ეს უნდა შეგეძლოს.. პირველ რიგში უნდა შეგეძლოს იყო შინაგანად მთლიანი. ადამიანი როგორც ასეთი შორს არის აქედან, ის არ შედგება ერთი და ურყევი მე–სგან, მას არ შეუძლია საკუთარ თავს უწოდოს მე, ის არის – ,,ჩვენ’’ ან უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით რომ ის შედგება უამრავი – ,, მათგან’’ და მთლიანად არის ამ – ,,მათზე’’ დამოკიდებული. სწორედ აქედან გამომდინარეობს ყველაფერი. ვთქვათ ერთ დღესაც ვინმემ გადაწყვიტა იცხოვროს სახარების მიხედვით, გადაწყვიტა რომ თუ მას მარცხენაში გაარტყავენ მარჯვენაც მიუშვიროს, მაგრამ ეს აირჩია მისმა ერთმა ,,მემ’’ ან ტვინში ან ემოციონალურ ცენტრში, ამ ერთმა ,,მემ’’ კი იცის და ახსოვს, მაგრამ ყველა დანარჩენს არც ახსოვთ და არც ანაღვლებთ ეს გადაწყვეტილება. ეხლა წარმოვიდგინოთ სიტუაცია როდესაც მართლაც გაარტყავენ ასეთ ადამიანს. თქვენ გგონიათ ის მარჯვენა ლოყას მიუშვერს ? არასოდეს ! მას დროც კი არ ექნება რომ გაიაზროს რა მოხდა, მისი რეაქცია იქნება ისეთივე როგორიც ყოველთვის იყო. მსგავს სიტუაციაში მართლაც რომ შეგეძლოს შენი გადაწყვეტილების მიხედვით მოქმედება აუცილებელია ხანგრძლივი, სპეციალური მუშაობა და ეს მუშაობაც არ უნდა იყოს მექნიკური, რადგან ამ შემთვევაში თქვენ მიშვერილ ლოყას არანაირი ფასი არ ექნება, მექანიკური მუშაობით თქვენ მიუშვერთ ლოყას არა ცნობიერად ყოფნის გამო, არამედ მხოლოდ იმიტომ რომ სხვაგარად მოქმედების უნარი არ გექნებათ.”