იმ დღით პირველად შევხვდით ერთმანეთს.როგორც მან მითხრა გამიტაცა და გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემთან ერთად ცის დასასრულამდე ევლო.მართლაც საოცარი დღე იყო.ჩემი ხელი ეჭირა ხელში და ბედნიერი იყო.მანქანა მიჰქროდა შემოდგომის ფოთლებით მოფენილ გზაზე და ალბათ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი და განუმეორებელი შემოდგომა.იმ წელს მზე იყო ყველაზე თბილი და ოქროსფერი.”მზეო თიბათვისა ” ვლოცულობდი გულში და რადგან ალავერდში გვქონდა გადაწყვეტილი წასვლა,ასეც მოვიქეცით.იმ დღეს პირველად დავჯექი საჭესთან.მივხვდი რომ ეს იყო საოცარი თავისუფლების განცდა.მივქროდი და სიყვარულთან ერთად თავისუფლებით ვიყავი სავსე. ახლა როდესაც მეკითხებიან რას ნიშნავს ჩემთვის ბედნიერება,ვეუბნები,რომ ბედნიერება იმ დღეს დაიბადა ალავერდის ტყეებში და მთებში.მე და ჩემი საყვარელი ადამიანი მთელი გზა ვსაუბრობდით,მას კი მთელი გზა ეჭირა ჩემი ხელი ხელში.ამიტომ განსაკუთრებით ძგერდა ჩემი გული.ვფიქრობდი ჩემი ოცნებები ახდა,მე სიყვარულს შევხვდი,მე ბედნიერი ვიყავი.ზოგჯერ თავს გავყოფდი ფანჯრიდან და ჰაერში მიფრიალებდა თმები,მეგონა რომ ასე უფრო ლამაზი ვიყავი.როგორ მინდა სათანადო სიტყვებით გადმოვცე ის დღე,როგორ მინდა გათბნენ ადამიანები.
შემდეგ ალავერდის ტაძარში შევედით.იმ დღით ალავერდობა აღინიშნებოდა ტაძარში. ალავერდობა ხანგრძლივი, ცალკეული ღირშესანიშნავი დღეებისაგან შემდგარი დღესასწაულია. მას ციკლური ხასიათი აქვს.დღესასწაული დღემდე აღინიშნება ღამისთევით.ალავერდში ალავერდობას მისული მლოცველი მარჯვნიდან სამჯერ შემოუვლის ტაძარს, შემდეგ შიგნით შედის და სანთლებს ანთებს. თავზე იისფერი მანდილი მეფარა.ეკლესიაში საოცარი სურნელი ტრიალებდა.იმ დღით გავიფიქრე,რომ ზოგჯერ ერთი დღე არის მთელი ცხოვრება..რომ ზოგჯერ საყვარელ ადამიანთან გატარებული ერთი დღე შეიძლება იყოს სიყვარულის მთელი ისტორია.შემდეგ სანთლები ავანთეთ,ფსალმუნი ვუყიდე ყოველთვის რომ ეტარებინა თან. სახლში რომ მოვდიოდით,მე მჯეროდა რომ ნამდვილად ანგელოზი ვიყავი,სიყვარულის ბედნიერი ანგელოზი.
ახლა სახლში ვარ.ამ ლამაზ დღეს ვიხსენებ მეუღლესთან ერთად და ვფიქრობ,რომ ჯადოსნური წუთები თავისთავად მოდიან ჩვენს ცხოვრებაში.მერე მოგონებებად იქცევიან და რადგან ეს მოგონებები ყოველთვის არსებობს ჩვენს გულში,ამიტომ არის სიყვარული მარადიული.