გაწყვიტეთ ყოველგვარი ურთიერთობა
,,განშორება გატეხილ სარკეს გავს. მისი შეკეთების მცდელობა უშედეგოა და ხშირად გაჭრილი ხელით სრულდება“.
შეეცადეთ არ შეხვდეთ და არც ინტერნეტით ანდა ტელეფონით დაუკავშირდეთ. არ იაროთ იმ ადგილებში სადაც შესაძლებელია, რომ გადაეყაროთ. თუ შეხვდებით ან მისწერთ მაშინ მასთან გატარებული ბედნიერი წუთები გაგახსენდებათ, ილუზიები გაგიჩნდებათ იმისა, რომ ჯერ კიდევ გაქვს რაიმე შანსი და როდესაც ეს ილუზიები საბოლოოდ დაიმსხვრევა თავს უფრო უარესად იგრძნობთ.
გახდით მოუცლელი
შეეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ სამსახურსა და ბიზნესს. დაკავდით საოჯახო საქმიანობით , სპორტით და ვარჯიშით. კარგი იქნება იმ საქმით თუ დაკავდებით, რაც გიყვართ და რისი კეთებაც გსიამოვნებთ. ასეთი დამოკიდებულების წყალობით ნაკლები დრო დაგრჩებათ იმისათვის, რომ მასზე იფიქროთ.
მხოლოდ ახლო მეგობრებთან ისაუბრეთ თქვენს ფიქრებსა და გრძნობებზე
არაა კარგი იდეა ყველა მეგობარს მოუყვეთ, თუ რა უბედური ხართ და რას გრძნობთ. მათ ეს აინტერესებთ და რასაკვირველია მოგისმენენ, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება მობეზრდეთ და იფიქრონ, რომ თქვენ ამის მეტი სალაპარაკო არაფერი გაქვთ.
აირჩიეთ ერთი ან ორი მეგობარი, რომელთაც ფიქრობთ, რომ ყველაზე უკეთესად შეუძლიათ გაიგონ თქვენი გრძნობების შესახებ. გახსოვდეთ, რომ საუკეთესო მეგობრებს შეუძლიათ გურწფელად მოგისმინონ, შევიდნენ თქვენს მდგომარეობაში, მოგცენ სასარგებლო რჩევები და გაგამხნევონ.
ასევე გირჩევდით ფსიქოლოგთან კონსულტაციებს ანდა ურთიერთობებთან დაკავშირებული პოზიტიური ლიტერატურის კითხვას..
გადაიტანეთ გრძნობები ფურცელზე
,,ფურცელზე გადმოტანილი ტკივილი მასზევე რჩება“.
შეიძლება ზოგმა სკეპტიკურად შეხედოს ამ საკითხს, მაგრამ ეს ძალიან კარგი საშუალებაა იმისა, რომ კარგად გაიაზროთ, თუ რას ფიქრობთ ამ საკითხზე. დაწერეთ ფურცელზე , რას ფიქრობთ და გრძნობთ. წლების შემდეგ, როდესაც თქვენს ნამდვილ საბედოსთან ერთად ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრებთ ღიმილითაც კი წაიკითხავთ მას, შეიძლება გაგეცინოთ კიდეც და თქვათ,რომ ძალიან სულელი იყავით.
მოიშორეთ თავიდან ყველაფერი, რაც მას გახსენებთ
ეს შეიძლება იყოს მისი საჩუქარი ან უბრალოდ კაბა, რომელიც მასთან შეხვედრაზე გეცვათ და მის თავს შეგახსენებთ ანდა სხვა ნებისმიერი ნივთი.
კარიერა და ოჯახი
დაუთმეთ სწავლას და კარიერულ წინსვლაზე ზრუნვას მეტი დრო. ცხოვრებაში სიყვარულში წარმატებაზე ბევრი არანაკლებ მნიშვნელოვანი რამ არსებობს. გადაერთეთ მათზე ! იზრუნეთ თქვენს წარმატებაზე, ოჯახზე და სხვა საყვარელ ადამიანებზე . . .
იყავით პოზიტიური
,,ჩვენ ვფიქრობთ, რომ განშორება მხოლოდ ძლიერი ტკივილია, მაგრამ სინამდვილეში ის ერთი ნაბიჯით გვაახლოვებს მასთან, ვინც ნამდვილად ჩვენი ბედია“.
ძალიან ძნელია, მაგრამ შეეცადეთ პოზიტიურად მიუდგეთ ამ საკითხს. მასთან განშორებით ცხოვრება არ სრულდება და ცხოვრებაში კიდევ ბევრი სასიამოვნო და რომანტიული წუთები გელოდებათ წინ. იყავით ოპტიმისტი – იფიქრეთ ამაზეც !
მიეცით დრო თქვენს თავს
,,დრო საუკეთესო მკურნალია“.
ალბათ არავის აქვს იმის ილუზია, რომ პირველი ,,ნახვამდის“ შემდეგ ერთ კვირაში ან თუნდაც ერთ თვეში გადაუვლის განშორების ტკივილი და სიყვარული. არ გირჩევდით, რომ განშორების წუთიდან სხვა ადამიანის პოვნაზე ზრუნვა დაგეწყოთ. დაიმახსოვრეთ, რომ ურთიერთობის დაწყება სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს. ნუ გადადგამთ გაუაზრებელ ნაბიჯებს. მიეცით თქვენს თავს იმდენი დრო, რამდენიც დაგჭირდებათ მის დასავიწყებლად…