Skip to content

,,გენიალური მოწინააღმდეგეები’’ – ექსტრავერტებისა და ინტრავერტების ძალების გაერთიანების 3 დადებითი შედეგი:

ინტრავერტებისა და ექსტრავერტების წყვილში მუშაობა შესანიშნავი შედეგების მომტანია. ისტორიას თუ გადახედავთ, გაგახსენდებათ, რომ ბრწყინვალე პროდუქტებს სწორედ განსხვავებული წყვილები ქმნიან. გაიხსენეთ სტივ ჯობსი და სტივ ვოზნიაკი, მიკ ჯაგერი და კიტ რიჩარდსი.

მაშინ, როდესაც ყველაფერი იდეალურად ჩანს, რეალურად ორი განსხვავებული ადამიანის თანამშრომლობა ხანდახან ნეგატიური შედეგების მომტანიც არის. მაგ.: პუბლიცისტი ტყუპები ენ ლანდერსი და აბიგაილ ვან ბიურენი ერთმანეთს 7 წლის განმავლობაში არ ესაუბრებოდნენ; ნობელის პრემიის გამარჯვებულმა, მეცნიერებმა ჯეიმს უოტსონმა და ფრენსის კრიკმა ერთად მუშაობა დნმ-ის აღმოჩენის შემდეგ შეწყვიტეს.

რატომ? იმიტომ რომ ინტრავერტებს ექსტრავერტების დაუფიქრებელი საუბარი და  საკუთარი თავის წარმოჩენის მცდელობა აღიზიანებთ. ექსტრავერტებს კი პირიქით – ინტრავერტების აწონ-დაწონილი საუბარი, ნელი, უემოციო პასუხი და სიმშვიდე.

წარმატებისთვის ორივე პარტნიორის დიდი ძალისხმევა, მუდმივი სიფხიზლე, სიფრთხილე და ბალანსია საჭირო. მთავარია, ნაკლებად გაამახვილონ ყურადღება მათ განსხვავებულობაზე, სცადონ ერთმანეთის გაგება და დაფასება. საბოლოოდ ერთმანეთისგან ბევრს ისწავლიან და მიაღწევენ მიზანს, რომლამდეც ცალ-ცალკე ვერასდროს მივიდოდნენ.

,,გენიალური მოწინააღმდეგეების’’ ავტორი,  Jennifer B. Kahnweiler-ი  3 მნიშვნელოვან მახასიათებელზე გვესაუბრება:

  1. ჰარმონიის შექმნა

როგორც კვლევებმა მიჩვენა, ჰარმონიაში მყოფ პარტნიორებს, შესანიშნავ შედეგების ჩვენება შეუძლიათ. ისინი ავსებენ ერთმანეთის სიცარიელეებს და საბოლოოდ ქმნიან პროდუტს, რომელიც თითქოს ერთი ძლიერი გონებიდან მოდის.

  1. თანამშრომლობა

წარმატებული მოწინააღმდეგეები საკუთარ ღირებულებებს შესანიშნავად ხვდებიან და ერთმანეთის გამოწვევას, გაძლიერებას ცდილობენ.

ინდივიდუალურ საქმესაც თანამშრომლობამდე მივყავართ. ხშირად ყოფილი მეტოქეები, ან მყიდველები და გამყიდველები პარტნიორები ხდებიან. გლობალური პარტნიორები მიზნების მისაღწევად სხვა კონტინენტებს უკავშირდებიან.

  1. ზრდა

მოწინააღმდეგესთან ერთად მუშაობისას ტოვებთ კომფორტის ზონას და თავდაჯერებულობას, კმაყოფილების გრძნობას რაღაც ახლის შექმნა განიჭებთ.

არლინი, ინტრავერტმეწარმეა, რომელსაც კავშირები სძულდა  და პროფესიონალ ასოციაციის თვიურ შეხვედრაზე წასვლაზე მუდამ უარს აცხადებდა.  თუმცა შემდეგ გაანალიზა, რომ მისი გამოტოვებით გაყიდვების შანსებს კარგავდა.  აიძულა საკუთარი თავი და ბიზნესის გულისთვის წინააღმდეგობები დაძლია. თავდაპირველად არლინი თავის ბიზნეს პარტნიორზე იყო მიჯაჭვული, თუმცა მას შემდეგ დამოუკიდებლად მუშაობის უნარიც გამოიმუშავა.

მოწინააღმდეგესთან პარტნიორობის პერიოდში წარმატებასა და დამარცხებას თქვენვე განსაზღვრავთ.  ეს კი თქვენს სინქრონულ ან წინააღმდეგობრივ მუშაობაზეა დამოკიდებული.

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა