Skip to content

გახდით თქვენი გმირი!

ძალიან ბევრ ჩვენგანს ჰყავს საკუთარი გმირი, მისაბაძი ადამიანი. ესენი არიან ლიდერები, მსახიობები,მომღერლები, ბიზნესმენები, რომლებიც ქმნიან, შთაგვაგონებენ, შეუძლებელს აღწევენ და უკეთესად ცხოვრების გზას გვიჩვენებენ.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამ ადამიანებს ისევე აქვთ საკუთარი ნაკლი, არასრულფასოვნება და სისუსტეები, როგორც ჩვენ გვაქვს. მათაც აქვთ რთული დღეები, ისინიც ეცემიან ძირს, ვარდებიან სასოწარკვეთილებაში და მარცხდებიან. ( და ფაქტია იმაზე მეტჯერაც, ვიდრე ჩვენ – დანარჩენები.)
და მიუხედავად ამდენი სირთულისა, გმირები ყოველთვის პოულობენ გზას, რომ იცხოვრონ უკეთესად.
გთავაზობთ გამოწვევას – გახდით თქვენი გმირი. გმირობაში არ ვგულისხმობ ზუსტად იმას, რაც შეიძლება ბევრმა თქვენგანმა გაიგო. შეიძლება ვერასოდეს აღმოაჩინოთ წამალი, რომელიც სამყაროს შეცვლის, შეიძლება ვერც მსოფლიო თასი მოიგოთ, მაგრამ თავისუფლად შეგიძლიათ ყოველდღიურად გამოიჩინოთ საკმარისი დისციპლინა, ძალისხმევა და მონდომება, იმისათვის რომ საკუთარი თავით დარჩეთ კმაყოფილი.
აიღეთ კალამი და ჩამოწერეთ:
1. სამი ან ხუთი ადამიანის სახელი, რომელიც მისაბაძია თქვენთვის.
2. თითოეული მათგანისთვის, ჩამოწერეთ ის თვისებები, რომლითაც აღფრთოვანებული ხართ და გსურთ თქვენს ცხოვრებაშიც დანერგოთ.
3.შეეცადეთ ეს თვისებები, ყოველდღიურად გაატაროთ და დანერგოთ თქვენს პირად ცხოვრებაში.
4.შექმენით თქვენი გმირის სურათი და ხშირად შეახსენეთ თქვენს თავს, რომ მოიქცეთ ისე როგორც ის მოიქცეოდა. ამ გზით თქვენი გმირები თქვენი მასწავლებლები გახდებიან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერასოდეს შეხვდებით მათ..
ავტორი: რობინ შარმა; თარგმანი: 4motivi.com