Skip to content

განწყობა და ფიზიკური აქტივობა

კავშირი ადამიანის სულიერ მდგომარეობასა და ფიზიკურ აქტივობას შორის დიდი ხანია წარმოადგენს ფსიქოლოგების შესწავლის საგანს. ფაქტია, უამრავი სწავლება აჩვენებს, რომ რეგურალური ვარჯიში ამცირებს სტრესისა და დეპრესიის დონეს, აუმჯობესებს განწყობას, ძილის ხარისხს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ადამიანს მეტ თავდაჯერებულობას მატებს.
კლინიკური კვლევები ადასტურებენ, რომ გაზრდილი ფიზიკური აქტივობა, სასარგებლოა ადამიანებისათვის, რომლებიც ალკოჰოლზე არიან დამოკიდებულნი, ფიზიკური აქტივობა ადამიანს მეტად სოციალურს და გახსნილს ხდის. ვარჯიში ადამიანის ტვინს უკეთესად მუშაობაში ეხმარება.
რეგურალურ ვარჯიშს პოზიტიური გავლენის მოხდება შეუძლია ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. იგი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აადვილებს ტვინისთვის ჟანგბადის მიწოდებას, ამცირებს ინფაქტისა და ინსულტის რისკს. თუნდაც ისეთი მსუბუქი ვარჯიში, როგორიცაა “სეირნობა” ძალზედ სასარგებლოა ადამიანის სხეულისთვის. კვირაში 3–ჯერ 30 წუთიანი ვარჯიში, ეს ის მინიმალური რეკომენდაცია, რომელსაც ექსპერტები ნორმალური და ჯანმრთელი ცხოვრების შენარჩუნების მსურველებს ურჩევენ.
4motivi.com