Skip to content

განსხვავება წარმატებასა და გამარჯვებას შორის

ავტორი: ჯონ რობერტ ვუდენი (ცნობილი ამერიკელი კალათბურთელი და მწვრთნელი, ზედმეტსახელად “ვესტვუდის ჯადოქარი”; როგორც მოთამაშემ, ვუდენმა 12 წლიან პერიოდში 10–ჯერ მოიგო ამერიკის ჩემპიონატი, როგორც მწვრთნელი კი 7–ჯერ გახდა თავისი გუნდის ტრიუმფის მონაწილე. მისმა გუნდმა რეკორდი დაამყარა და ჩემპიონატში 88 თამაში მოიგო ზედიზედ. ვუდენი 6–ჯერ აღიარეს აშშ–ს საუკეთესო მწვრთნელად.)
თარგმანი: 4motivi.com;
ქვეყნდება შემოკლებული ვერსიით.
წარმატების ჩემეული განსაზღვრება 1934 წელს ჩამოვაყალიბე, როდესაც საუს ბენდის სკოლაში ვასწავლიდი, ინდიანის შტატში. შეიძლება ითქვას, რომ იმედგაცრუებული ვიყავი, როცა ვხედავდი, რომ ჩემი მოსწავლეების მშობლები თავიანთი შვილებისგან A და B შეფასებებს ელოდნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ C შეფასება მხოლოდ მეზობელთა შვილებისთის იყო ნორმალური და როცა საქმე მათ შვილებს შეეხებოდა, არ სურდათ მათ პატარებს მშობლებისა და მასწავლებლების იმედები გაეცრუებინათ და ასე ვთქვათ, მშობელთა სახელი შეერცხვინათ. ეს არ შეესაბამებოდა სიმართლეს. უფალმა ყველას ერთნაირი ჭკუა არ მისცა, ყველას არ შეუძლია მიიღოს A ან B შეფასება და შესაბამისად არ მომწონს განსჯის ამგვარი ფორმა.
ვიცოდი, როგორ აფასებდნენ 30–იან წლებში სხვადასხვა სკოლების კუსდამთავრებულები საკუთარ მწვრთნელებსა და მოთამაშეებს. თუ ყველა თამაშს მოიგებ, მაშინ მიიჩნევა,რომ მიზანშეწონილად წარმატებული ხარ. არა სრულიად… იყო წლები როდესაც UCLA–სთან ერთად თამაშიც კი არ წაგვიგია, მაგრამ ისიც ფაქტია რომ არ მოგვიგია ყველა ინდივიდუალური თამაში იმ შედეგით, რასაც ჩვენი კურსდამთავრებულები გვიწინასწარმეტყველებდნენ და ხშირად, ძალიან ხშირად ვგძრნობდი, რომ მათი შეფასებები ძალზედ მატერიალისტური იყო. მაგრამ ეს 30–იანი წლების დასაწყისი იყო, მე მესმის მათი, თუმცა არც მომწონს და არც ვეთანხმები მათ მოსაზრებებს. ამიტომაც მსურდა მივსულიყავი აზრამდე, რომელიც უკეთეს მასწავლებლად მაქცევდა და მომცემდა შესაძლებლობას უკეთ დავხმარებოდი ჩემს მოწაფეებს.
დავფიქრდი რა შეიძლება დამხმარებოდა და წარმომეშვა იდეა, რომ წარმატების საკუთარი განსაზღვრება შემემუშავებინა. ვფიქრობდი, რომ ეს მიზნის მიღწევაში დამეხმარებოდა. თუმცაღა ისიც ვიცოდი, როგორ განმარტავდა მას მისტერ ვებსტერი, როგორც „მიღება მატერიალური რესურსებისა, ან პრესტიჟის და გარკვეული პოზიციის დამკვიდრება“.
თვალი გადავავლე ჩემს ცხოვრებას. მე სამხრეთ ინდიანის ერთ პატარა ფერმაში გავიზარდე. მამაჩემი მე და ჩემს ძმებს გვასწავლიდა, რომ არასოდეს უნდა ვეცადოთ ვიყოთ სხვებზე უკეთესები. დარწმუნებული ვარ,რომ მაშინ როცა მამა ამას მასწავლიდა არ მივყვებოდი მის რჩევას, უფრო მეტიც არც მიცდია, თუმცა წლების შემდეგ მისი შეგონება კვლავ ამოტივტივდა გონებაში. „არასოდეს ეცადო იყო ვინმეზე უკეთესი და ყოველთვის ისწავლე სხვისგან“. არასოდეს შეწყვიტო ცდა იმისა, რომ გამოიყენო შენი ყველა შესაძლებლობა და იყო საუკეთესო გამოვლინება იმ ადამიანისა, ვინც შეიძლება ყოფილიყავი – ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჩვენს კონტროლს ექვემდებარებადა თუ იმ საგნებს გამოეკიდებით, რაც ჩვენს კონტროლს სცდება, მაშინ ეს უარყოფით გავლენას მოახდენს, იმ საგნებზე რისი კონტროლიც შეგვიძლია. ამის შემდეგ გამახსენდა უბრალო სიტყვები, რომლებიც გვეუბნება:
„ღვთის სამსჯავროზე, ღარიბი ადამიანის სულმა მორჩილად თავი დახარა და ტირილით შეჰღაღადა უფალს: „მე დავმარცხდი!“ ღმერთმა კი უპასუხა: „თუ ყველაფერი გააკეთე, ეს უკვე წარმატებაა“.
ამ ყველაფრის გააზრებით წარმატების საკუთარი განმარტება ჩამოვაყალიბე: „გონების სიმშვიდე, რომელიც მოპოვებულია თვითრეალიზაციისა და კმაყოფილების წყალობით, იმის გაანალიზებით, რომ ყველა გზა სცადე და ყველაფერი გააკეთე რაც შეგეძლო“. მჯერა, რომ ამგვარი მიდგომა სიმართლეს შეესაბამება. მწამს, რომ თუ ადამიანი ყველაფერს აკეთებს თავისი მიზნისათვის, თუ ყველა რესურს გასცემს რაც კი შეუძლია –ეს უკვე წარმატებაა. და არ ვფიქრობ, რომ სხვებს შეუძლიათ განსაჯონ ეს. ვფიქრობ ეს თვისებების და რეპუტაციის მაგალითის მსგავსია. თქვენი რეპუტაცია არის ის, რასაც ფიქრობენ ადამიანები თქვენზე, თვისებები კი ისაა, რაც სინამდვილეში ხართ და ვფიქრობ, რომ ვინ ხართ სინამდვილეში ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რას ფიქრობენ ადამიანები თქვენზე.
ხანდახან ვფიქრობ, რომ ბედი მაშინ გაგვიღიმებს, როცა მისგან უკანასკნელ მიზეზს მოვითხოვთ იმისა, თუ რატომ არ შეიძლება გაგვიმართლოს. არსებობს ერთი უძველესი გამოთქმა: „ჩვენ საკუთარ თავში ვაგებთ ბრძოლას“. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ყოველთვის არსებობს გამარჯვების შანსი, მაგრამ ფაქტია ხშირად ჩვენვე გვეზარება ყველაფერი გავიღოთ მისთვის.შეიძლება უბრალოდ ვერ ვუძლებთ გამოცდას გავცეთ ყველაფერი და არაფერი მივიღოთ, ვიდრე თამაშს არ მოვიგებთ. ეს გაანალიზებაა იმისა,რომ ღირს ბრძოლა. ეს არის სურვილი იმისა, რომ გააგრძელო თამაში, როდესაც სხვები ნებდებიან – ბოლომდე თამაში და არანაირი სისუსტის გამოვლინება. ეს ფიქრია იმაზე, რომ დიდი მიზანი გვაქვს წინ, ეს იმედია მაშინ როცა ოცნებები კვდება, ეს ლოცვაა, როცა იმედებიც იწურება. ამ ყველაფრის შემდეგ კი უკვე აღარ გვეშინია,რომ ძირს დავეცემით,რადგან ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო. რა შეიძლება მოვთხოვოთ ადამიანს, რომელიც თავის ყველა შესაძლებლობას დებს საქმეში? მჯერა, რომ ყველაფრის გაღება, გამარჯვების ტოლფასია. ასე რომ ბედი ხშირად ცდება, რაც არ უნდა მწარე იყოს მისი ოინები – ეს ჩვენ ვქმნით საკუთარ ბედ–იღბალს – მხოლოდ ჩვენ ვხსნით და ვხურავთ წინ ან უკან მიმავალ გზებს.
ეს კიდევ ერთხელ მახსენებს მამაჩემის დარიგებებს. ნუ იწუწუნებ, ნუ შეეცდები მიზეზების ძიებას. უბრალოდ მოჰკიდე საქმეს ხელი და ჩადე მასში მთელი შენი შესაძლებლობა – არავის შეუძლია გააკეთოს ამაზე მეტი. არასოდეს გაუსვათ ხაზი თქვენს წარმატებას. ვფიქრობ არსებობს წუთები, როდესაც შეიძლება წააგო კიდეც იმ შემთხვევაშიც კი თუ შენს ოპონენტს აჯობებ და პირიქით შეიძლება მოიგო კიდეც თუ გაჯობებენ. ხშირად მიგრძვნია ასეთი რამ და როდესაც დამარცხებულ მოთამაშეებს ვხედავ, თუ როგორ თავდახრილები ტოვებენ მოედანს, მინდა ვუთხრა მათ,რომ თავი მაღლა აწიონ და დაფიქრდნენ, გააკეთეს თუ არა ყველაფერი მოგებისათვის და თუ ასეა, ეს უკვე გამარჯვებაა.
ერთხელ ერთმა ფილოსოფოსმა თქვა: „მოგზაურობა სჯობია დანიშნულების ადგილს“ და ეს მართლაც ასეა, ნუ იფიქრეთ იმაზე ბოლოს რა იქნება,დღეს მხოლოდ ესაა მნიშვნელოვანი: თუ შეეცდებით საქმეში რეგურალურად ჩადოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, შედეგებიც შესაბამისი დადგება და არა აქვს მნიშვნელობა, როგორი გსურდათ ყოფილიყო თქვენი შედეგი, იგი ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც უნდა უნდა ყოფილიყო სინამდვილეში.