Skip to content

„განვითარდი და განავითარე სხვა“!

მოგესალმები მეგობარო!

წინა პოსტში ძალიან საინტერესო იდეასა და პროექტზე გესაუბრე. საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,მადლობა’’ გაგაცანი და მათი გეგმების შესახებაც მოგიყევი.

ახლა იმ უნიკალურ პროექტზე მინდა მოგიყვე, რომელიც მათი ორგანიზებით 5 მარტს განხორციელდება. ეს არის მასტერკლასი, რომელშიც საერთო მიზნისთვის მებრძოლი წამყვანი ბიზნეს ტრენერთა გუნდი მონაწილეობს.  მათი მიზანია, მასტერკლასიდან შემოსული თანხით ის სტუდენტები დააფინანსონ, რომელთაც სტატუსი შეუჩერდა, თუმცა კარგი აკადემიური მოსწრება ჰქონდა. დაგეგმილია რეგიონებიდან 25 სტუდენტის ჩამოყვანა. ისინი მასტერკლასს დაესწრებიან და არც სპონსორები დატოვებენ წამახალისებელი საჩუქრების გარეშე.

მასტერკლასს, მიზნიდან გამომდინარე, ვუწოდებდი – „განვითარდი და განავითარე სხვა“! ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ადამიანებს ცოდნის ამაღლების შანსს აძლევს და პარალელურად, ისინი სხვებსაც დაეხმარებიან.

მოკლედ სპიკერების შესახებ:

dდავით კენჭაძე – ბიზნესკონსულტანტი, ქოუჩი, ტრენერი და საკონსულტაციო ჯგუფის გენერალური დირექტორი. მისი კომპანიის მიზანია, დაეხმაროს ადამიანებსა და კომპანიებს მათი მიზნების მიღწევაში. დავითმა  კარიერის განმავლობაში კონსულტაცია 100-ზე მეტ კომპანიასა და 150 000-ზემეტ ადამიანს გაუწია.

 

t

ტარიელ ზივზივაძე კონსულტანტი , ტრენერი, სპიკერი, ამჟამად –MARNET Associates LLC -ს დირექტორი, Kar.ge- ს დამფუძნებელი.

ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში ბიზნეს კონსულტანტად მუშაობის მრავალწლიანი და მრავალფეროვანიგამოცდილება . წარმატებით განხორციელებული აქვს დიდი და მცირე პროექტები სათანადო მიღწევებით შემდეგ მიმართულებებში: ბიზნეს სტრატეგიის / ბიზნეს გეგმის შემუშავება, მარკეტინგის გეგმა, მდგრადობისგეგმა, მმართველობითი კონსულტაცია, ბრენდინგი, პროექტების მართვა, CSR და საქმიანი ეთიკა, ტრენინგები, სოციალურიმედია / SEO / SEM / ინტერნეტი და ა.შ.

iილია ნიკაჭაძე – მიმდინარე საქმიანობა: მედიაჰოლდინგ “4მოტივი ჯგუფის” დამფუძნებელი და დირექტორი; კლუბის –  რა?სად?როდის? პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი; საქართველოს საზოგადოებრივი განვითარების ფონდის პრეზიდენტი; აქვს 10 წლიანი გამოცდილება – მენეჯმენტის, პიარის/მარკეტინგისა და ჟურნალისტიკის სფეროში.

 

gგიორგი თვალაძე – ბიზნესმენი, “ინტელექტიკას” დამფუძნებელი, ბიზნეს-ტრენერი და ქოუჩი. ბოლო 8 წლის განმავლობაში შექმნა 15 ონლაინკურსი, ჩაატარა 400-ზემეტიონლაინ-ვებინარი და ასევე, უამრავი ცოცხალი ტრენინგი და მასტერ-კლასი. ათეულობით ჯგუფური და ინდივიდუალური ქოუჩინგისა და 5 წიგნის ავტორია. არის გამოუსწორებელი ოპტიმისტი და ღრმად სწამს, რომ თუ მთავარი იქნება მთავარი, ნებისმიერი შეძლებს გახდეს ნებისმიერი!

bირაკლი ბლიაძე –   რამდენიმე განხორციელებული ბიზნეს პროექტის ავტორი, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. ბოლო 2 წლის განმავლობაში უკრაინაში მოღვაწეობდა. უკრაინაში კომპანია ოპიუმის დამფუძნებელი. აქვს 7 წლიანი გამოცდილება ქსელურ მარკეტინგში. პრაქტიკული გამოცდილება “Team building” -ში. ბიზნეს ტრენერი და ორატორი. ამჟამად  საქველმოქმედო საზოგადოება „ მადლობა“-ს დამფუძნებელი .

გინდა გაიგო ღონისძიებაზე უფრო მეტი? გაეცანი ინფორმაციას ამ ვიდეოში:

https://www.youtube.com/watch?v=So2WsqI9OPE

სად იყიდება ბილეთები? დეტალური ინფორმაციისათვის იხილე ბმული:

https://biletebi.ge/startup.aspx?id=22&EventID=285528