1.თუ მიზნისკენ მიდიხარ და გზად შეჩერდები, რათა ყველა ძაღლს ქვა ესროლო, რომელიც გიყეფს, მიზნამდე ვერასოდეს მიაღწევ.
2.ცისარტყელა ცაზე 15 წუთის განმავლობაში რომ ჩანდეს, არავინ მიაქცევდა ყურადღებას.
3.არაფერში ისე არ მჟღავნდება ადამიანის ხასიათი,როგორც იმაში,თუ რა მიაჩნია მას სასაცილოდ.
4.დედამიწა მოსაცდელი დარბაზია იმ ქვეყნად გასამგზავრებლად.
5.სიცოცხლე არის ისეთი გამოცდილება, რომლის გამოც სიამოვნებით აღარ ვკვდებით.
6.ყოველდღე უნდა მოისმინო თუნდაც ერთი სიმღერა, შეხედო კარგ სურათს, წაიკითხო ერთი ბრნული აზრი მაინც.
7.სრული ბედნიერების ჟამს თითოეული დღე მთელი სიცოცხლეა!
8.ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დავაპატიმროთ და მივუსაჯოთ უვადო თავისუფლების აღკვეთა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და ის თავის თავში იპოვის პასუხს კითხვაზე- რატომ?
9. ჩვენ აღარ გვჭირდება ვეწვიოთ საგიჟეთს,რომ შეშლილი ადამიანები მოვძებნოთ. ჩვენი პლანეტა სამყაროს მენტალური ინსტიტუტია.
10.სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი,როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი.
11.მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი.
12.რისი გაკეთებაც შეგიძლია, ან რაზეც შეგიძლია იოცნებო, უბრალოდ დაიწყე! გამბედაობას საკუთარი გენიალობა და ძალა გააჩნია – არის რაღაც ჯადოსნური მასში!
13.გამბედავი იდეები მოჭადრაკის მიერ წინ წაწეულ ფიგურას წააგავს. შესაძლოა ფიგურა მოკლან, მაგრამ მან შეიძლება თამაში მოიგოს.
14.თუნდაც აუსრულებელი მაღალი მიზნები უფრო ძვირფასია, ვიდრე აღსრულებული მდაბალი მიზნები.
15. შეუძლებელია, ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის შეიძლება დარჩე ადამიანად.