Skip to content

გამონათქვამები: ვაჟა ფშაველა

1.განა ყველა რაც ხმელია, კაცთაგან საწუნარია? ათას ცოცხალსა ბევრჯელა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია.

2.ადამიანის გონება ყველას და ყველაფრის დაბერებას შეურიგდება, ხოლო სიბერე ერისა საშინელებაა.
3.აზრის წარმოთქმა რომელიმე საგანზე თვით საგნის შეუსწავლელად და შეუგნებლად მხოლოდ რეგვენს ადამიანს შეუძლიან.
4.არად გვარგებს ერთურთის კილვა და უგზოდ სიტყვების რახუნი.
5. ბევრად სჯობია სიკვდილი მშობელი დედის წყენასა.
6.ბუნების ცოდვა ეს არი, მუდამ საწყინო ჩემია, ავსა და კარგსა ყველას ჰკლავს, არავინ გადურჩენია.
7.მაშ რისთვის მინდა სიცოცხლე, სული რადა მრჩავ პირშია, თუკი არ გამოვადგები სამშობლოს გასაჭირშია.
8.გული ვერ მოჰკლა მტრის ხელმა, გული გულადვე რჩებოდა.
9.ბრიყვი ჭკვიანის ბარგია, ზურგით სათრევი გუდადა, უნდა ჭკვიანმა ასწოროს ბრიყვის ნათალი მრუდადა.
10. მთასა თუ ველს, ქვასა თუ ლოდს, ცხოველსა თუ მცენარეს აქვს თავისი სიმბოლური ფიქრი და წუხილი და შენ, ადამიანო, რა დაგემართა, რატომ დაკარგე სინდის-ნამუსი?!