1. იმისათვის, რომ ადამიანმა თქვას: „მე შენ მიყვარხარ“ პირველ რიგში უნდა თქვას „მე“.
2.პოტენციურად, ადამიანის უფლებების შელახვის ყველაზე დიდი საფრთხე მთავრობაა: მას აქვს ლეგალური მონოპოლია ფიზიკური ძალის გამოყენებისა ასევე ლეგალურად განიარაღებული მსხვერპლის წინააღმდეგ.
3. არასოდეს თქვა, რომ სურვილი „კარგი საქმის კეთებისა“ ძალადობის გამოყენებით, არის კარგი მოტივი.
4.მთავრობის „დახმარება“ ბიზნესისათვის ისეთივე დამღუპველია, როგორც მთავრობის მიერ ბიზნესის დევნა. მთავრობისათვის ერთადერთი გზა, რომლითაც შეუძლია ემსახუროს ეროვნულ კეთილდღეობას არის ის, რომ საკუთარი ხელები ბიზნესისაგან მოშორებით ეჭიროს.
5.ინდივიდუალური უფლებები არ წარმოადგენენ საჯარო ხმის მიცემის საგანს. უმრავლესობას არ აქვს უფლება ხმა მიცეს უმცირესობის უფლებების წინააღმდეგ. უფლების პოლიტიკური ფუნქცია სწორედ ის არის, რომ დაიცვას უმცირესობა უმრავლესობის ჩაგვრისაგან.
6.დედამიწაზე ყველაზე პატარა უმცირესობას ინდივიდი წარმოადგენს. ისინი, ვინც უარყოფენ ინდივიდუალურ უფლებებს არ შეუძლიათ თავიანთი თავი წარმოადგინონ, როგორც უმცირესობათა დამცველები.
7.ერთადერთი ძალაუფლება, რაც ყველა მთავრობას აქვს არის კრიმინალის დამარცხება. ამიტომ, როდესაც არ არის საკმარისი კრიმინალი, ისინი ქმნიან მათ. ისინი აცხადებენ ძალიან ბევრ რამეს, როგორც კრიმინალს და ადამიანებისათვის შეუძლებელი ხდება იცხოვრონ კანონის დარღვევის გარეშე.
8.თავისუფლება არის „საჯარო ინტერესის“ პირველი მოთხოვნა, რომელიც წარმოადგენს ყველა მიღწევის ფუნდამენტს და რომლის გარეშეც არ არსებობს წარმატება.
9.ფული იქმნება მანამ, ვიდრე იგი ზარმაცისა და მძარცველის ხელში მოხვდება – იქმნება პატიოსანი კაცის ძალისხმევით და პატიოსანი კაცი ისაა, ვინც ფიქრობს, რომ არ შეუძლია მოიხმაროს იმაზე მეტი, ვიდრე გამოიმუშავა.
გამონათქვამები მოძიებული და თარგმნილია www.4motivi.com -ის მიერ