ფეხის შიშველი გულებით ვგრძნობ ცვრიანი ბალახის ფეთქვას..ჰაერიც სუფთად და თავისუფლად ჩადის ფილტვებში..გაზაფხულისთვის ჩვეული ხმაურია..
მაგრამ მაინც უჩვეულოა ყველაფერი… ყველფერია იმისთვის, რომ სრულყოფილად შეიგრძნო გაზაფხული, მაგრამ მკვეთრად გრძნობ, რაღაც აკლია გაზაფხულის დადგომას…
პირველად ვარ მთაში და ალბათ ასე ამიტომ მეჩვენება, მინდა მთლიანად დავტკბე ამ სილამაზით, მაგრამ რაღაც არ მაძლევს ამის უფლებას.
ნუთუ ეს პატარა ბუზია ყველაფრის თავი და თავი , ასე დინჯად, რომ დასეირნობს ჩემს მკლავზე? ახლა მკლავს ავწევ და გაფრინდება… არა, ჯობია მოვკლა, ვეღარასდროს შემაწუხებს..მოვკლა? რატომ უნდა მოვკლა? გოდერძი ჩოხელს რომ დავუჯეროთ, ბუზსაც ხომ შეუძლია სიყვარული…
გოდერძი ჩოხელი…გოდერძი ჩოხელი..
აი, რა აკლია გაზაფხულს სრულყოფილებამდე..
ამ გაზაფხულსაც დედამიწას სიყვარულისა და სიხარულის ჟრუანტელი უვლის ძარღვებში, ჰაერიც გაჟღენთილია სიყვარულით…მაგრამ პირველი გაზაფხულია, როცა დიდი შემოქმედის ძარღვებს, გაღვიძებული ბუნების სურათით გამოწვეული ჟრუანტელი აღარ დაუვლის, პირველი გაზაფხულია, როცა ყვავილები, მზის სხივები და მოჭიკჭიკე ჩტები ვეღარ გაიხარებენ ერთგული მეგობრის ხოტბით..
აი, რატომ არის ეს გაზაფხული უჩვეულო..
უდაოა, ბუნება გრძნობს ამ დიდ დანაკლისს..
აგერ ჭიანჭველებიც მოგროვილან და გლოვებენ, რომ ამიერიდან ადამიანები კი არა, მოთხრობის გმირებიც კი აღარ იზრუნებენ მათზე…
და ისევ გოდერძი ჩოხელი..ადამიანი, რომელსაც არწივთან ერთად ფრენაც შეეძლო და ჭიანჭველასთან ერთად მიწაზე ბობღვაც..
ამ გაზაფხულს კი, როცა გოდერძი ჩოხელი აღარ სუნთქავს მთის სუფთა ჰაერით, ჩვენ, ჩვეულებრივი ადმიანები ლაღად , უდარდელად დავაბიჯებთ და აღარც გვახსოვს, რომ სულ ცოტა ხნის წინ საკუთარი სახლისკენ გაეშურა ქართული ლიტერატურის დამსახურებული მწერალი.
აი მცენარეებს და მწერებს კი ეს ძალიან კარგად ახსოვთ, გრძნობენ დ გამოხატავენ კიდეც..
ამის შემდეგ ჩვენ ადამიანები გვქია..მათ კი მწერები..
გამომგზავნი/ავტორი: ანი ციცქიშვილი