იცეკვე ისე, თითქოს არავინ გიყურებს. იმღერე, თითქოს არავინ გისმენს. გიყვარდეს ისე,თითქოს არავის უღალატია შენთვის. იცხოვრე ისე, თითქოს დედამიწა- ეს სამოთხეა. მარკ ტვენი
ჩვენ ყოველდღე ვიღებთ გადაწყვეტილებებს და ვაკეთებთ არჩევანს, მაგრამ არც თუ ისე ბევრი ფიქრობს იმაზე, თუ რა გავლენას იქონიებს ეს გადაწყვეტილებები მომავალ ცხოვრებაზე. რას ვინანებთ ?
მაშ ასე, ქმედებები, რომელთაც აუცილებლად ინანებთ მოხუცებულობის ჟამს:
1. ინანებთ, რომ დიდი დრო დაუთმეთ დაუსრულებელ სერიალებს, გადაცემებსა და რეალითი შოუებს;
2. ინანებთ,რომ ცხოვრების მთავარ პრიორიტეტად ვირტუალური სამყაროს სოციალური ქსელები აირჩიეთ, სადაც საკუთარ თავსა და თქვენს ნაცნობებზე ყალბი წარმოდგენა გაქვთ;
3. ინანებთ, რომ არ მისდევდით ცხოვრების ჯანსაღ წესს და მავნე ჩვევებს უფლებას აძლევდით ეკონტროლებინეთ;
4. ინანებთ, რომ არ ტკბებოდით ამ სამყაროს ნამდვილი სილამაზით, თქვენი ცხოვრება სიჩქარესა და მუდმივ ფაცი-ფუცში განვლეთ;
5. ინანებთ, რომ არ გქონდათ საკმარისი რწმენა და არ იღვწოდით რაღაც უფრო დიდის შესაცნობად;
6. ინანებთ, რომ იშვიათად ხვდებოდით მზის ამოსვლასა და ჩასვლას, რის მიზეზადაც მოგყავდათ მნიშვნელოვანი საქმეები და საზრუნავები;
7. ინანებთ, რომ ზედმეტად შებოჭილი , შეშინებული და სერიოზული იყავით-ესადაგებოდით საზოგადოდ მიღებულ ნორმებს;
8. ინანებთ, რომ ძალიან ადრე გაიზარდეთ და საკუთარ თავს ნებას არ აძლევდით თავი ბავშვად გეგრძნოთ, თუნდაც 40 წლის ასაკში;
9. ინანებთ, რომ იყავით არამეგობრული და გყავდათ ცოტა მეგობარი. არ აფასებდით მათ და ნაკლებ დროს ატარებდით მათთან;
10. ინანებთ, რომ ზედმეტად, ღვარძლიანი, ბოროტი და ეჭვიანი იყავით;
11. ინანებთ, რომ არ გქონდათ ურთიერთობა თქვენს ოჯახთან, შვილებსა და ნათესავებთან, ხშირად ეკამათებოდით და უბრაზდებოდით. იშვიათად ეუბნებოდით თბილ სიტყვებს – იმას,თუ რა ძვირფასები არიან თქვენთვის;
12. ინანებთ, რომ იშვიათად იცინოდით, ხალისობდით და მხიარულობდით;
13. ინანებთ, რომ მტკივნეულად აღიქვამდით სხვა ადამიანების ქმედებებსა და სიტყვებს;
14. ინანებთ, რომ არ განავითარეთ თქვენი ნიჭი და დაივიწყეთ ბავშვობის ოცნებები და მისწრაფებები;
15. ინანებთ, რომ ცოტას მოგზაურობდით და ვერ შეიცანით ეს სამყარო;
16. ინანებთ, რომ ბევრი რამის გეშინოდათ;
17. ინანებთ, რომ ეჭვი გეპარებოდათ საკუთარ თავში და არ აფასებდით თქვენს შესაძლებობებს, ბევრი რამის გაკეთება კი ვერ გადაწყვიტეთ;
18. ინანებთ,რომ არ ჩაიდინეთ რაღაც გიჟური,არანორმალური. არ გამოიწვიეთ გარემოებები,სამყარო. უბრძოლველად ჩაიქნიეთ ხელი.თავს უბრალოდ წასვლისა და გაჩუმების უფლება მიეცით;
19. ინანებთ,რომ მატერიალური ნივთებით იყავით შეპყრობილი. დიდი ძალისხმევა, ჯანმრთელობა და თქვენი ცხოვრების აზრი დახარჯეთ მოდური გაჯეტებისა და ბრენდების შეძენაზე;
20. და ბოლოს, ინანებთ, რომ არ თქვით მთავარი!