Skip to content

„ბუმერანგის ეფექტი“, ანუ დაუჯერებელი ისტორია განგების ძალაზე

ეს ისტორია 1994 წლის გაზაფხულზე მოხდა. ახალგაზრდა ამერიკელმა, რონალდ ოპუსმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სიკვდილის წინ დაწერილ წერილში ის წერდა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმისკენ მას ფინანსურმა პრობლემებმა და ამ პრობლემების მშობლების მხრიდან იგნორირებამ უბიძგა. წერილის დაწერის შემდეგ, მისტერ ოპუსი მეათე სართულის ფანჯრიდან გადახტა.

შესაძლოა მას ეს ნაბიჯი არ გადაედგა, რომ სცოდნოდა რომ, იმ დღეს სახლში მომუშავე, ფანჯრების მწმენდავმა მეშვიდე სართულის დონეზე გააბა დამზღვევი ბადე. ამგვარად ორი სართულის “ჩაფრენის“ შემდეგ, ოპუსი,დაენარცხებოდა აღნიშნულ ბადეს, მაგრამ, ვითარება შეცვალა მოულოდნელმა მოვლენამ.

როდესაც რონალდი მერვე სართულის გასწვრივ „მიფრინავდა“, ფანჯრიდან თავის არეში გასროლილი ტყვიის მოხვედრით გარდაიცვალა. გამომძიებლებმა, მსროლელისთვის „შემთხვევითი მკვლელობის“ მუხლით ბრალი წარდგენა ჩათვალეს საჭიროდ , რადგან რომ არა ის, ოპუსი ცოცხალი იქნებოდა.

საქმის შემდგომი შესწავლით, ახალი ფაქტები გახდა ცნობილი. თურმე მოხუცი , რომელიც მერვე სართულზე ცხოვრობდა, ესროდა თავისი ცოლს, ვერ მოახვედრა და ტყვია ფანჯარაში გავარდა. ე.ი. პოლიციას ზემოთ ხსენებული ბრალდების მუხლისთვის უნდა დაემატებინათ „სიცოცხლეზე თავდასხმის მცდელობა“.

აღმოჩნდა, რომ მამაკაცი ჩხუბისა და კამათის დროს, მუდმივად ემუქრებოდა ცოლს მოკვლით, ხსნიდა ბუხრის თავზე ჩამოკიდებულ იარაღს და ჩახმახზე ხელის გამოკვრით აშინებდა მას, მაგრამ იარაღი არასდროს არ იყო დატენილი. ეს პროცესი უკვე ოჯახური რიტუალის ნაწილად იყო ქცეული. ორივე მეუღლის მტკიცებით იარაღი მუდამ ეკიდა კედელზე და ის არასდროს ყოფილა დატენილი.

ამგავარად ამერიკული შეერთებული შტატების კანონების თანახმად, დამნაშავე გამოდის ის, ვინც მალულად დატენა იარაღი. მაგრამ ვინ იყო ეს ? ვისაც თავისუფლად შეეძლო ოთახში შესვლა და იარაღის დატენა? ესეთი იყო მხოლოდ მათი ვაჟი. პოლიციის დეტექტივი დაუკავშირდა მოხუცი ცოლ-ქმარის ვაჟის მეგობარს და ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი გაიგო.

იცოდა რა, რომ მამა ხშირად ემუქრებოდა დედას მოკვლით , მან მალულად დატენა იარაღი, იმ იმედით რომ პირველივე ოჯახური სკანდალის დროს მოკლავს ცოლს, თვითონ კი მოხვდება ციხეში. მაგრამ ბოლო რამოდენიმე კვირის მანძილზე ცოლ-ქმარი გასაოცარ ჰარმონიაში ატარებდა დროს. რამაც ძალიან გააწბილა ვაჟი.

„-სად არის ის ნაძირალა? სად?“ – გაცეცხლდა მოხუცი. შვილი ცხოვრობს ერთი სართულით მაღლა.

დიახ, შვილი აღმოჩნდა თავად … რონალდ ოპუსი! მან დატენა იარაღი და როდესაც გეგმა ჩაეშალა,სასოწარკვეთილმა თვითმკვლელობა გადაწვიტა.

მართალია მთელი ეს ისტორია გამოგონილს გავს, მაგრამ ეს დოკუმენტალურად დამტკიცებული ფაქტია, რომელიც ნამდვილად მოხდა. ამიტომ არ უნდა ვეხუმროთ განგებას, რადგან „მახვილის ამღები მახვილითვე იღუპება“.