ერთ ახალგაზრდა,ინვალიდ კაცს, რომელიც ძალიან მხიარულად გამოიყურებოდა, ჰკითხეს, თუ რა იყო მისი ბედნიერების მიზეზი და მან უპასუხათ:
11 წლის ვიყავი,როდესაც ღმერთმა ბედნიერების ერთი ბრწყინვალე გაკვეთილი ჩამიტარა. ერთ მზიან დღეს ქალაქში ველოსიპედით მივსეირნობდი, როდესაც სწრაფად მომავალ ავტომობილს შევეჯახე და ამ უბედური შემთხვევის გამო ცალი ფეხი დავკარგე.
ასფალტზე ვიწექი,სისხლი მსდიოდა და თავზე უამრავი შეშლილი სახე დამცქეროდა. დავფიქრდი და მიხვდი, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ერთი ფეხის გარეშე მომიწევდა მეცხოვრა. რა საშინელებაა !!! ვფიქრობდი და ცრემლი მერეოდა. თუმცა ცოტა მოგვიანებით, ღრმა ფიქრის შემდეგ გავაანალიზე, რომ დეპრესია,დარდი და მწუხარება ჩემს ფეხს უკან ვერ დამიბრუნებდა და მტკიცედ გადავწყვიტე, დარჩენილი ცხოვრება დაკარგულ ფეხზე დარდში აღარ გამეტარებინა…
ჩემი მშობლები შეშლილი სახით მოვარდნენ საავადმოყოფოში.დედა თავზე დამტიროდა, მამას კი შინაგანი ტკივილისაგან სახეზე ფერი აღარ ედო… “მე უკვე შევეგუე და თქვენც მოგიწევთ მიეჩვიოთ ამ ფაქტს” – ვუთხარი მათ მშვიდი და დამაჯერებელი ხმით.
და ამ ყველაფრის შემდეგ ხშირად ვხედავ ჩემს მეგობრებს, რომლებიც წყობიდან გამოდიან უამრავი უბრალო და ყოველდღიური პრობლემის გამო:
ავტობუსზე დააგვიანდათ, გამოცდაში ცუდი ქულა მიიღეს, ვიღაცამ შეურაცყოფა მიაყენათ. მე ასეთ რამეზე მეღიმება და უბრალოდ ვცდილობ, რომ ვისიამოვნო ჩემი ცხოვრებით.
11 წლის ასაკში ამ ადამიანმა მოახერხა და მიხვდა, რომ სისულელეა იდარდო იმაზე, რაც გაკლია და რომ ბედნიერების საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ მიიღო სიამოვნება იმისაგან, რაც გაქვს… თითქოსდა მარტივად ჟღერს,არა? და თუ ეს ასეა, რატომ არ არიან ადამიანები ბედნიერები?