შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა ვფიქრობ, რომ ადამიანების უმრავლესობა ვერ ხვდება ბედნიერებისა და სიამოვნების არსს. ალბათ მართალია, თუ ფაქტის წინაშე არ დადექი, ვერ დააფასებ. ამბიციური სვლა იყო ჩემგან, მაგრამ ჩავატარე გამოკითხვა და ზემოთ მოხსენებულში დავრწმუნდი.
როდესაც კითხვაზე “ რა არის შენთვის ყველაზე დიდი ბედნიერება“ პასუხად “ფული” მივიღე , არ გამკვირვებია. თავისთავად ფული საჭიროებაა, რომელიც გვეხმარება, თუმცა იგი ბედნიერებას ვერ ცვლის. კითხვა“დათმობდი საკუთარ ბედნიერებას ვინმესთვის და ვისთვის?” პასუხი მერყევი აღმოჩნდა, თურმე “გააჩნია ვისთვის და რა სიტუაციაში.” 16 წლის გოგო წერს , რომ დათმობდა ყველაფერს დედისთვის.. სამწუხარო რეალობა… ბედნიერება უხილავია, როგორც ჰაერი, ჩვენ კი არც ვუფრთხილდებით მას, ვიდრე არ დავკარგავთ, თუმცა დაკარგულის მოპოვება ისეთი ადვილი არაა, როგორიც მისი დაკარგვა.
ბედნიერება ჩვენ ვართ, ადამიანები. ჩვენ ვუქმნით ერთმანეთს გარემოს, სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობთ. როცა გარკვეული დროის შემდეგ გვენატრება ის წამები, ერთად რომ ვიყავით, როცა მოგონებებში მჯდარს გვეღიმება ან თუნდაც გვეტირება. ბედნიერება მეგობრული სიყვარულია. როდესაც მეგობრისგან გადამდები ვირუსივით ღიმილი გედება და სიცილი ტირილში გადაგდის და გინდა ეს წამი არასდროს დასრულდეს,როცა მეგობრებს შორის არ არსებობს პრინციპი, როცა მეგობარს ცხოვრების ნაწილად ხდი და წარმოუდგენლად გეჩვენება მისი შენი სხეულიდან წასვლა, ამ ყველაფერს ფული ვერ გიყიდის, სწორედ ამ ფულს ხარჯავ მეგობრებთან ერთად და სულაც ვერ ხვდები, რომ ბედნიერებას კაფეში დალეული ყავა კი არა , შენს გარშემო მყოფი ადამიანები განიჭებენ. როცა ის ნამდვილია, არც იმ მიზეზით ინტერესდები, თუ რატომ თმობ ბედნიერებას მისთვის. თუ მას ეს გააბედნიერებს შენ შენი ბედნიერება ისევ დაგიბრუნდება. მეგობრის ფასს ხომ ვერანაირი თანხა ვერ განსაზღვრავს…
გამაკრიტიკებს მკითხველი ვინც ბედნიერებაში მშობელს ვერ ამოიკითხავს. მშობლები ეს განუსაზღვრელი ბედნიერებაა. ვერანაირი სიყვარული ვერ გადაწონის დედის გაღიმებას, ჩახუტებას, დარიგებასა და მოფერებას. როცა მისი თვალებიდან სითბო იღვრება შენ რომ გიხარია, ეს ყველაზე გულწრფელი ბედნიერებაა , ეს სწორედ ის უხილავი სამყაროა სადაც მოქცეულები ვართ და არც კი ვაკვირდებით რამდენად დიდი ბედნიერებაა,როცა ისინი ჩვენთან არიან.
როდესაც 11 წლის ასაკში კითხვაზე “რა გინდა ყველაზე მეტად? “დედის უკვდავებაო” პასუხობ, ამ სიყვარულს სიტყვებით ვერ გამოხატავ რადგან უხილავია.. და სწორედ ამ უხილავი ბედნიერებით გაბრუებულებს გვავიწყდება, რომ ყველაფერს გაფრთხილება სჭირდება და არა დაკარგვის შემდეგ უაზრო ბრძოლა დაბრუნებისთვის. ბედნიერება ისაა, ვინც შენ გაბედნიერებს, ვისთვისაც დათმობ და გააკეთებ ყველაფერს, რომ მათ სახეზე ყოველთვის იყოს ღიმილი. ეს გადამდები ვირუსი, ბოლოს შენც გედება და გაბედნიერებს. ეს არის სიცოცხლე, ეს ჰაერი და ღიმილია, ეს ადამიანები არიან – ბედნიერება, რომელსაც ვერ ვამჩნევთ..
გამომგზავნი/ავტორი: ეკატერინა გელაშვილი