Skip to content

ბედნიერება (ბუდისტური მიდგომა)

ყოველ ადამიანს სურს იყოს ბედნიერი და არცერთ მათგანს არ სურს იტანჯებოდეს, თუმცა მხოლოდ ცოტა ადამიანს,თუ აქვს გაცნობიერებული რა იწვევს  სინამდვილეში ბედნიერებას და რა – ტანჯვას . . .

ადამიანთა უმეტესობა ბედნიერებას საკუთარი თავისაგან ძალიან შორს ეძებს და ფიქრობს , რომ ბედნიერება მაშინ ეწვევა, თუ ექნება უკეთესი სახლი, სამუშაო, უკეთესი გარემო პირობები და ა.შ

ადამიანი დროის უმეტეს ნაწილს გარშემო მყოფი სამყაროს შეცვლას უთმობს, იმისათვის, რომ  საკუთარი სურვილების ასრულებას შეუწყოს ხელი. ცდილობს გარშემო შემოიკრიბოს ისეთი ადამიანები, რომელთანაც კარგად და დაცულად იგრძნობს თავს, იქნება მოტივირებული, რომ იცხოვროს უკეთესად, შეცვალოს სამყარო, სადაც ის ცხოვრობს. მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც უჭირს მოიპოვოს ნამდვილი და საბოლოო ბედნიერება . . .

დროა მიხვდეთ, რომ ბედნიერებისაკენ მიმავალი გზა, თქვენს მიერ არჩეული გზისაგან სრულიად განსხვავდება. ბედნიერებას თქვენი გონების მდგომარეობაა…. და მაშასადამე, იგი თქვენივე გონებაში უნდა ეძებოთ და არა სადმე სხვაგან . . .

და თუ თქვენი გონება მშვიდი და წმინდაა, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ დიდი შესაძლებლობა გაქვთ იმისა, რომ იყოთ ბედნიერი . . .

მაგრამ თუ თქვენი გონება დაბინძურებულია ამქვეყნიური ამაოებით და არ შეუძლია სიმშვიდის მოპოვება, მაშინ როგორც არ უნდა ეცადოთ, რომ შეცვალოთ თქვენი გარემო პირობები თქვენს ნამდვილ ბედნიერებას, მაინც ვერ მოიპოვებთ . . .