Skip to content

ბავშვების აღზრდის ტიბეტური წესები

ყველაზე მთავარია – არავითარი დამცირება და ცემა. ბავშვებს სცემენ იმიტომ, რომ მათ არ შეუძლიათ საპასუხოდ დარტყმა.

პირველი პერიოდი: 5 წლამდე. ბავშვს უნდა მოექცეთ, როგორც „მეფეს“. არაფრის აკრძალვა არ შეიძლება, მარტო ყურადღების გადატანა. თუ ის რამე სახიფათოს აკეთებს, უბრალოდ უნდა მიიღოთ შეშინებული სახე და გამოსცეთ შეშინებული შეძახილი. ბავშვს ასეთი ენა მშვენივრად ესმის. ამ დროს ბავშვს უვითარდება აქტიურობა, ცნობისმოყვარეობა და ინტერესი ცხოვრებისადმი. მას ჯერ არ შეუძლია შეადგინოს გრძელი ლოგიკური ჯაჭვი. მაგალითდ, მან დაამსხვრია ძვირადღირებული ვაზა. მას ჯერ არ ესმის, რომ ასეთი ვაზის საყიდლად საჭიროა ბევრი მუშაობა და ფული. სასჯელს ბავშვი მიიღებს როგორც ძალის ჩახშობას. ამით ასწავლით მათზე ძლიერებს დაემორჩილონ, რაც არ თუ ისე კარგია.

მეორე პერიოდი: 5-დან 10 წლამდე. ამ დროს, ბავშვს უნდა მოექცეთ, როგორც „მონას“. დააყენეთ მის წინ ამოცანები და მოითხოვეთ მათი შესრულება. შეუსრულებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ დასაჯოთ (ფიზიკურად არა). ამ დროს აქტიურად ვითარდება ინტელექტი. ბავშვმა უნდა ისწავლოს ხალხის პოზიტიური განწყობა მისადმი. ამ დროს არ შეგეშინდეთ ბავშვის დატვირთვა ცოდნით.

მესამე პერიოდი: 10-დან 15 წლამდე. როგორ მოექცეთ მას? როგორც თანასწორს. ელაპარაკეთ მას მნიშვნელოვან საკითხებზე, ჰკითხეთ რჩევები და ხელი შეუწყეთ მისი დამოუკიდებლობას, განვითარებას. თქვენი აზრი, „ხავერდოვანი ხელთათმანების“ სახით მიაწოდეთ საკითხის განხილვის დროს, რჩევებით, მინიშნებებით. თუ რამე არ მოგწონთ, აქცენტი ნეგატიურ შედეგებზე გააკეთეთ. ამ დროს ფორმირდება დამოუკიდებელი აზროვნება.

საბოლოო პერიოდი: 15 წლიდან. მოეპყარით პატივისცემით. ამ დროს უკვე გვიანია ბავშვის აღზრდა, და თქვენ მარტო ის გრჩებათ, რომ საკუთარი ძალისხმევის ნაყოფი მიიღოთ.

რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ წესების შეუსრულებლობას?

თუ შემობაჭავთ ბავშვს 5 წლამდე, მაშინ ჩაახშობთ მის ცხოვრებისეულ აქტიურობას, ცხოვრების ინტერესს და ინტელექტს. მისგან „შექმნით“ მსხვერპლს.

თუ თქვენ 5 წლის მერე ბავშვს ისევ „მეფესავით“ მოეპყრობით, მაშინ ის ზარმაცი და არა შრომისმოყვარე გაიზრდება.

თუ თქვენ ბავშვს მოექცევით ისე როგორც პატარას 10 წლის შემდეგ, მაშინ ის გაიზრდება არათავდაჯერებული და ადვილად მოექცევა სხვების ზეგავლენის ქვეშ.

თუ თქვენ პატივს არ სცემთ ბავშვს 15 წლის და ზემოთ, ასაკში, ამას ის არ გაპატიებთ და პირველივე შესაძლებლობისას სამუდამოდ წავა.