ფოტოსურათი, რომელზეც ქალი დგას აეროპორტის სალაროსთან და ბილეთს ყიდულობს, მომენტალურად პოპულარული გახდა სოციალურ ქსელებში. ამის მიზეზი კი ერთი გულისამაჩუყებელი ისტორია გახდა.
თავდაპირველად ეს ფოტო სოც. ქსელში ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა და მას ისტორიაც დაურთა. როგორც მინაწერიდან ირკვევა, ის აეროპორტში იმყოფებოდა, როდესაც ეს შემთხვევა მოხდა:
ერთი მამაკაცი 2 წლის ქალიშვილთან ერთად, რეგისტრაციას გადიოდა და მან მხოლოდ მაშინ შეიტყო, რომ ბილეთი ბავშვისთვისაც უნდა აეღო. მამაკაცი ამ ფაქტმა შეაშფოთა, რადგან ბილეთისთვის საჭირო თანხა არა ჰქონდა. დაღონებული გვერდით გავიდა და რამდენიმე ზარი განახორციელა. მაგრამ, მისი სახით თუ ვიმსჯელებდით, ფულის შოვნა ვერ მოახერხა. ჩაეხუტა თავის გოგონას და იმედგაცრუებული, იქვე ჩამოჯდა.
მოულოდნელად მასთან უცნობი ქალი მივიდა და ბავშვისთვის ნაყიდი ბილეთი გაოგნებულ მამას მისცა. აეროპორტის თანამშრომლებიც გაკვირვებულები იყვნენ ქალის საქციელით, რადგან ბილეთი 749 დოლარი ღირდა. მიუხედავად ამისა, ქალი არც დაფიქრებულა, ისე გადაიხადა საჭირო თანხა.
ბავშვის მამამ ბილეთი გამოართვა, გადაეხვია ქალს და მისამართი სთხოვა, რომ ვალი დაებრუნებინა. მაგრამ, ქალმა უთხრა, რომ ფულის გადახდა საჭირო არ იყო და ამასთან დაკავშირებით, ნერვიულობაც არ ღირდა.
ამ ისტორიის გამოქვეყნების შემდეგ, უამრავმა ადამიანმა გამოთქვა საკუთარი აზრი კომენტარებში. ისინი გულწრფელ აღფრთოვანებას გამოხატავდნენ უცნობი ქალბატონის საქციელის გამო.
ლალი ადიკაშვილი