არწივი საერთოდ ლეშს არ ეკარება,როგორც არუნდა გაუჭირდეს შიმშილისაგან.ერთხელ კი,მოხდა ისე, რომ ძალიან შეაწუხა შიმშილმა,ვერაფერი ვერ მოინადირა.შიმშილით დასუსტებული დაფარფატებდა ჰაერში და ეძებდა რაიმე მოეხელთებინა საკვებად,რათა შიმშილის შეგრძნება მოეკლა.უეცრად შორს, ქვევით, დაინახა ლეში,რომელსაც ყორნები დასტრიალებდნენ,რამდენჯერმე აუქროლ ჩაუქროლა შიმშილით გასავათებულმა იმ ადგილს, თუმცა მაინც ვერ გადაეწყვიტა როგორ მოქცეულიყო,მისი ღირსება არ აძლევდა საშუალებას რომ ლეშით დაეკმაყოფილებინა გრძნობა საშინელი შიმშილისა.კარგა ხანს ითმინა და თავს ებრძოდა,მაგრამ ბოლოს და ბოლოს შიმშილისგან დაძლეულმა მეტი სიმტკიცე ვეღარ გამოიჩინა შურდულივით დაეშვა ლეშისაკენ…ამ დროს იქვე ათიოდე მეტრში თოფის გრიალის ხმა გაისმა და ბუჩქებში ჩასაფრებული მონადირისგან ნასროლმა ტყვიამ არწივს მკერდი გაუგლიჯა.სისხლისაგან დაცლილმა არწივმა დიდი წვალებით წამოსწია თავი ოდნავ და ტანჯული ხმით ამოიგნინა: გმადლობ ღმერთო,ისე მომკალი, რომ უკადრებელი არ მაკადრებინე.
ღმერთო გვისმინე,ისე გვაცხოვრე ამქვეყანაზე,რომ უკადრებელი რამ არასოდეს არავის არ გვეკადროს,თუნდაც სიკვდილის სულზე მოსწრებაც კი ღირს ამისათვის.
გამომგზავნი: ბესო კვანტიძე