Skip to content

ათი ცხოვრებისეული გამონათქვამი ანტონ ჩეხოვისგან

1. მხოლოდ სიყვარულით ქორწინებაა საინტერესო; დაქორწინდე ქალზე მხოლოდ იმის გამო, რომ ის ლამაზია, იგივეა, რომ იყიდო უსარგებლო ნივთი მხოლოდ იმის გამო, რომ ის კარგია.

2. იქნებ სწორედ ის გრძნობები, რომელთაც განვიცდით მხოლოდ მაშინ, როცა შეყვარებულები ვართ, წარმოადგენენ ნორმალურ მდგომარეობას. სიყვარული ასწავლის ადამიანს, როგორი უნდა იყოს.

3. არაყი თეთრია, მაგრამ აწითლებს ცხვირს და აშავებს რეპუტაციას.

4. გეშინოდეს სიყვარულის, ნიშნავს გეშინოდეს ცხოვრების.მას კი ვისაც ცხოვრების ეშინია უკვე მკვდარია.

5. არ ვიცი რატომ, მაგრამ უდიდესი ბედნიერებისა და უკიდურესი უბედურების გამოხატვა, უფრო ხშირად, მდუმარებით ხდება. შეყვარებულებს ერთმანეთის ყველაზე კარგად მაშინ ესმით, როცა სდუმან.

6. როცა გვიყვარს საკუთარ თავში ისეთ სიმდიდრეს, იმდენ სინაზესა და ალერს აღმოვაჩენთ, გვიკვირს კიდეც რომ ასეთი სიყვარული შეგვძლებია.

7. ქალი მხოლოდ ამ სამი საფეხურის გავლის შემდეგ ხდება კაცის მეგობარი. პირველად ის თანახმაა ნაცნობობაზე, შემდეგ მას უნდა იყოს მბრძანებელი და ამის შემდეგ კი თანახმაა იყოს მეგობარი.

8. სიბრძნე სწავლა-განათლებიდან მოდის და არა ასაკიდან.

9. იმისათვის, რომ კულტურული გახდე, საკმარისი არაა “პიკვიკის კლუბის ჩანაწერები” იკითხო ანდა ფაუსტის რომელიმე მონოლოგი დაიზუთხო.. ამისთვის საჭიროა მუდმივი შრომა, დღედაღამ კითხვა, სწავლა, განვითარება და სურვილი.. ამაში დახარჯული ყოველი წამი ძვირფასია.

10. კარგი აღზრდა იმით კი არ გამოიხატება, რომ საწებელს სუფრაზე არ დაღვრით, არამედ, იმით,რომ არ შეიმჩნევთ ეს სხვას რომ დაემართება.