Skip to content

ცხოვრება ბრძოლაა ინჩებისთვის – ანუ ალ პაჩინოს შთამაგონებელი გამოსვლა

ნამდვილად არ ვიცი რა გითხრათ ამ სამ წუთში. დღეს ჩვენ ჩვენი პროფესიული ცხოვრების ყველაზე დიდი შერკინების წინაშე ვდგავართ. ჩვენ ან დავმარცხდებით ან გავიმარჯვებთ როგორც გუნდი – ინჩიდან ინჩამდე, თამაშიდან თამაშამდე , ვიდრე ფინიშამდე არ მივალთ.
ჩვენ ახლა ჯოჯოხეთში ვიმყოფებით ჯელტმენებო,
დამიჯერეთ…
და ჩვენ შეგვიძლია აქ დავრჩეთ ან ბრძოლით გავიკაფოთ  გზა სინათლისაკენ და თავი დავაღწიოთ ჯოჯოხეთს.
ერთი ინჩი… მე თქვენთვის არაფრის გაკეთება არ შემიძლია – უკვე ძალიან დავბერდი. და როდესაც თქვენ გიყურებთ და თქვენს ახალგაზრდა სახეებს ვხედავ და დავფიქრდები ხოლმე, ვგულისმობ იმას, რომ საკმაოდ ბევრი შეცდომა დამიშვია საშუალო ასაკის კაცისათვის:
ფული გავფლანგე,
ვუღალატე ყველას ვისაც ვუყვარდი და მოგვიანებით, სარკეში ჩახედვისას საკუთარი სახის დანახვაც კი არ მსურდა.
როდესაც ხანში შევდივართ, ბევრი რამის დანაკლისს განვიცდით – ესეც ცხოვრების ნაწილია, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ ვხვდებით, როდესაც რაღაცების დაკარგვას ვიწყებთ.
ვხვდებით რომ ცხოვრება უბრალოდ თამაშია ინჩებისთვის. ფეხბურთშიც ასეა.
რადგან არა აქვს მნიშვნელობა ცხოვრებასა თუ ფეხბურთში შეცდომების დაშვების ზღვარი ძალზედ პატარაა. ზოგჯერ ნახევარი ნაბიჯიც კი საკმარისია – ნახევარი ნაბიჯით გვიან,  ან ადრე – წამნახევარით მეტი ან ნაკლები – ამას ბოლომდე ვერ განვსაზღვრავთ. ინჩები კი რომლებიც გვჭირდება ყველგანაა ჩვენს გარშემო, ისინი თამაშის ყოველ ნაწილში არიან, ყოველ წუთსა და ყოველ წამში..
ჩვენ დღეს გუნდში სწორედ ამ ინჩებისთვის ვიბრძვით.  ჩვენი გუნდი მზადაა თავი დადოს – ყველანი მზად ვართ თითოეული ინჩისთვის ვიბრძოლოთ.
ჩვენ ჩვენი თითის ფრჩხილებით დავიცავთ თითოეულ ინჩს, რადგან ვიცით რომ სწორედ მათი ერთიანობის წყალობით ყალიბდება განსხვავება გამარჯვებასა და დამარცხებას – სიცოცხლესა და სიკვდილს შორის.
მე გეტყვით რომ ნებისმიერ ბრძოლაში, სწორედ ის ადამიანი რჩება გამარჯვებული რომელიც მზადაა საკუთარი სიცოცხლე გასწიროს ამ ინჩისთვის.
და მე ვიცი რომ თუ ოდესმე კიდევ ვაპირებ რომ ვიცოცხლო, ეს იმიტომ რომ ისევ  ბრძოლა მწყურია – რადგან სწორედ ესაა ცხოვრება. ექვსი ინჩი თქვენ თვალწინ..
ახლა მე არ შემიძლია დაგეხმაროთ ამის გაკეთებაში. სჯობს თვალებში შეხედოთ თქვენს გვერდზე მდგომს…
შეხედეთ მას თვალებში და მჯერა დაინახავთ ადამიანს, რომელიც თითოეული ინჩისთვის თქვენთან ერთად იბრძოლებს. თქვენ დაინახავთ ადამიანს, რომელიც თავს გასწირავს გუნდისთვის, რადგან მან იცის, რომ როდესაც დასჭირდება თქვენც იგივეს გააკეთებთ მისთვის.
აი, ეს არის გუნდი ჯელტმენებო. ახლა ან გავიმარჯვებთ როგორც გუნდი ან მოვკვდებით როგორც ინდივიდები.
ესაა ფეხბურთი ბიჭებო.
და ეს ყველაფერია…
თარგმანი: 4motivi.com

უყურეთ ვიდეოს