Skip to content

შემოდგომისფერი დღეები…

როგორი ოპტიმისტი ვარ ხოლმე, მე თვითონ მიკვირს. რეალობას რომ შევხედავ, წამით გამივლის პესიმიზმი, მაგრამ საკუთარ თავს ამაზე ფიქრის უფლებას არ ვაძლევ. ძირითადად ეს მაშინ ხდება ხოლმე, როცა ჩემს ცხოვრებაში ე.წ “შემოდგომიფერი დღეები” მაქვს. ასე დავარქვი პერიოდს, როდესაც ბევრი თავისუფალი დრო მიგროვდება.

როცა სხვა მეკითხება კონკრეტულ სიტუაციში როგორ უნდა მოიქცეს, შემიძლია გადმოვაფრქვიო ძველ სკივრში შენახული ძვირფასი ნივთივით ჩემი ძვირფასი აზრები, თან არ ვახვევ არავის ჩემს აზრს და თან ვახვევ. იგივე მდგომარეობაში როცა თავად ვხვდები ჩემი ბრძნული აზრები სადღაც ქრება და ვხედავ რომ ჩემი სკივრი ცარიელია, რომელიც ასე გამოტენილი მგონია, თუ გონია სხვებს.
არ მახსოვს სხვის შეცდომებზე მესწავლოს რამე, ისევ საკუთარი ფეხის დაცდენა თუ გასწავლის რამეს და ვაი რომ ხანდახან ეგეც რომ არ გშველის რა უნდა ქნა?! საოცარი კი ის არის რომ ზოგჯერ იცი ბოლო არ იქნება სახარბიელო და მაინც უშვებ რაღაც შეცდომას იმ იმედით რომ ეს სხვა შემთხვევაა.
გადავწყვიტე საკუთარ თავს რმდენიმე სასარგებლო რჩევა მივცე, რომელიც აუცილებელი და დროულია ჩემთვის, მაშ ასე ჩემო თავო, შენ იცი როგორ დაუგდებ ყურს საკუთარ ხმას და გამოძახილს, ყურიდან ტვინამდე მიუშვი და არ მისცე უფლება მეორე ყურამდე მივიდეს გმოსასვლელად.
– არ მოდუნდე! არ არის საკმარისი, ის რაც იცი, მეტი გჭირდება, შენს ტვინს მეტი “განვითარება” უნდა და რა უნდა ქნა ამისთვის? მეტი უნდა იკითხო, ნუ გეზარება, სიზარმაცე ბოროტებაა…
– შანსებზე და შესაძლებლობებზე, რომელსაც ცხოვრება გაძლევს უარი არ თქვა…
– არ დაგავიწყდეს რომ მნიშვნელოვნია თვითშეფასება მოწოდების სიმაღლეზე იყოს და ამბიციები შესძლებლობის პროპორციული…
– საკუთარ თავზე იმუშავე, როგორც ფიზიკურად, ასევე მიეშველე მას ფსიქოლოგიურად, უთხარი მას რომ შენ ყველაფერი გამოგივა, რომ შენი მიზნები ასრულდება…
– განსაზღვრე პრიორიტეტები ცხოვრებაში…
– გახსოვდეს რომ დრო არ ჩერდება, ვერც შენ შეაჩერებ მას! ეს იმას ნიშნავს რომ შენ რაც დრო გადის, ოცნებების ასასრულებლად ნაკლები დრო გრჩება, შენ ხომ არ გინდა რომ უარი თქვა შენს ოცნებებზე? ამიტომ იჩქარე, ოღონდ აზრიანად…
ეცადე, რომ ცხოვრებაში რაც შეიძლება ნაკლები “შემოდგომისფერი დღეები” გქონდეს…
                                                                                                            ნანა მოლაშხია