Skip to content

ფუტკარივით შრომა – ბედნიერებაა

1. სათნოება – ბეღურები ღმერთის ხელით იკვებებიან,მაგრამ ისინი ზოგჯერ ადამიანებისგანაც მოელიან მზრუნველობას, ამიტომ მოფრინავენ ჩვენს ფანჯრებთან და ელოდებიან პურის მარცვლებს…

2.ღმერთი – ყოველთვის ამართლებს ჩვენს მოლოდინს – ყოველ დღე თენდება.

3. ყვავილები –ვფიქრობ ჩვენთვის შექმნა ისინი ღმერთმა, რომ ზოგჯერ მაინც  მივართვათ ყვავილების თაიგული ერთმანეთს და ჩაგვეღვაროს გულში სითბო და სიყვარული. ადამიანებისთვის არსებობენ ყვავილები, ადამიანები კი არსებობენ  ერთმანეთისთვის.

4.ფინჯანი ყავა – მიზეზი მეგობრებს რომ შევხვდე და მათთან ერთად გავატარო დრო სასიამოვნოდ.

5.დრო – მინდა უფრო მეტი იყოს სამყაროში, იმაზე ბევრად მეტი ვიდრე ახლა გვაქვს. უსასრულობაზე მეტი.

6.ბედნიერება – ფუტკარივით შრომა – ბედნიერებაა.

7.სიყვარული – ეს არის ადამიანის ცხოვრებაში პერიოდი,როდესაც ფეხშიშველა დგახარ ღია ცის ქვეშ და გრძნობ ყველაფერს,რასაც სიყვარულის გარეშე ვერასდროს იგრძნობდი.

8.ერთფეროვნება –ეს არის სახლი,რომელშიც ყოველ დღე ვიღვიძებთ.ქუჩა,რომელზეც ყოველ დღე დავდივართ და ვხვდებით ადამიანებს,რომლებიც  ქმნიან თითქოს უბრალო  პეიზაჟებს,რომლებიც ყველაფერზე მნიშვნელოვანია  სამყაროში.

9.გაზაფხული –ჩვენ ყოველ  გაზაფხულზე გვეძლევა შანსი  დავინახოთ ის საოცარი ფერები, რომელთა საშუალებით    ღმერთი ყოველ წელს ხატავს  სამყაროს.  გვეძლევა შესაძლებლობა ყოველ გაზაფხულზე თავიდან დავიბადოთ და ატმის აყვავებულ ტოტებთან,გვირილებთან და მინდვრის  ყვავილებთან ერთად ბედნიერებისგან ვიცეკვოთ კიდეც.

10.ადამიანი – ჩვენ ვხვდებით ახალ ადამიანებს,მოგვწონს ისინი,ვინტერესდებით მათი ცხოვრებით,მათი სამყარო საინტერესო ხდება ჩვენთვის.ნეტავ რას ვეძებთ გამუდმებით ერთმანეთში? უკიდეგანო ზღვას,ვარსკვლავებით მოჭედილ ცას,ერთგულებას და სიყვარულს.

11.ბავშვობის სახლი –  ისევე ისევ ვწვებით დასაძინებლად,ისევ თავქვეშ გვიწყვია ხელი,ისევ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუცქერთ,მაგრამ გვახსენდება,რომ  ბავშობის ფანჯრებიდან სხვანაირი ჩანდა მთელი სამყარო.