Skip to content

სასარგებლო რჩევები ბაზ ლურმანისგან

ზოგჯერ სრულიად მოულოდნელად შთაგვაგონებენ უჩვეულო სანახაობები, უცნობი ადამიანები. ჩვენს გასამხნევებლად გამოცდილი და წარმატებული პირებიც საინტერესო რჩევებს გვთავაზობენ. თუკი  თვლით, რომ ვერ პოულობთ ცხოვრების მიზანს, ვერ რისკავთ და გაურბიხართ ცვლილებებს, თუ ხშირად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი ამოფარებული უბნელეს ღრუბლებს, მზის თუნდაც ერთი სხივის მოლოდინში, გირჩევთ გულისყურით წაიკითხოთ ცნობილი ავსტრალიელი რეჟისორის, ბაზ ლურმანის სამოტივაციო სიტყვები.

“დააფასეთ თქვენი ახალგაზრდობის ძალა და სილამაზე … თუმცა არა, ამას მაინც ვერ შეიგრძნობთ ბოლომდე, სანამ ისინი ნელ-ნელა არ გაფერმკრთალდებიან და საბოლოოდ გაქრებიან. მაგრამ გადაავლეთ თვალი  წარსულის სურათებს და თვალწინ წარმოგიდგებათ, თუ რამხელა შესაძლებლობა გქონდათ და როგორი ენერგიით სავსე და სიცოცხლეზე შეყვარებული იყავით.. .

არ ინერვიულოთ მომავალზე, ან ინერვიულეთ, მაგრამ იცოდეთ რომ ეს იმდენად ეფექტურია, როგორც ალგებრის ამოცანის ამოხსნა საღეჭი რეზინის ღეჭვით. სირთულეები, რომელთა წინაშეც ცხოვრებაში აღმოჩნდებით, იქნება აბსოლუტურად მოულოდნელი, დაუგეგმავი, გაუთვალისწინებელი შემთხვევები, ასე რომ წინასწარ მათზე ფიქრით უბრალოდ მეტ დროს დახარჯავთ.

ყოველ დღე გააკეთეთ ერთი ისეთი რამ, რისი გაკეთებისაც გეშინიათ- ცხოვრება ხანმოკლეა იმისთვის რომ არასდროს სცადოთ, რადგან დროთა განმავლობაში მიხვდებით რომ ჯობდა დამარცხებულიყავით და  მაინც გეცადათ.

არასოდეს გძლიოთ შურმა. ზოგჯერ მაღლა დგახართ, ზოგჯერ დაბლა, საბოლოო ჯამში აღმართები და დაღმართები შეადგენენ თქვენს ცხოვრების გზას. ადამიანებიც მიდიან და მოდიან თქვენს ცხოვრებაში, შეგიძლიათ გაწყვიტოთ მათთან ურთიერთობა, დაუპირისპირდეთ მათ, ან მოიქცეთ გონივრულად და იპოვოთ მათში დადებითი და ისწავლოთ მათგან. დასაშვებია ამბიციურობა, აი შური კი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ საკუთარ თავს სათანადოდ ვერ აფასებთ, ეს კი ხშირად დაგაბრკოლებთ ცხოვრებაში.

მთავარია, რომ გაითავისოთ რომ შეჯიბრი სხვასთან კი არა, საკუთარ თავთან გიწევთ, რომ მეტი დასტყუოთ თქვენს შესაძლებლობებს და უფრო და უფრო უკეთესი გახდეთ.

მოეშვით, ნუ ადანაშაულებთ თავს იმაში, რომ ჯერ კიდევ არ იცით რა გსურთ აკეთოთ ცხოვრებაში. ყველაზე საინტერესო ადამიანებს 22 წლის ასაკში სპეციალობაც არ ჰქონდათ არჩეული.. ეცადე უსმინო გულისა და გონების ერთობლივ აზრებს და არავითარ შემთხვევაში არ დაიხიო უკან.

შეიძლება შექმნათ ოჯახი, შესაძლოა არა.. შეიძლება 40 წლის ასაკში გაშორდეთ მეუღლეს, შესაძლოა ქორწილის 75 წლის თავი აღნიშნოთ პარიზის გლამურულ რესტორანში.. რაც არ უნდა გააკეთოთ ცხოვრებაში, არასოდეს იყოთ დარწმუნებული თქვენი მდგომარეობის მარადიულობაში- არ იცით როდის რა მოხდება და ჯობია თუ ემოციებსაც უმეტესად თქვენთვის შეინახავთ. დრო გიჩვენებთ რამდენად სწორი იყო თქვენი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ.

არავისგან ელოდოთ მუდმივ მხარდაჭერას, არ აქვს მნიშვნელობა იმას, გყავთ თუ არა შეძლებული მეუღლე, მეგობარი, ან ოჯახი. თქვენით მოპოვებული ყველაფერი უფრო ტკბილი, სასურველი და ღირებულია.

საგულდაგულოდ შეარჩიეთ ადამიანი, რომელსაც იმდენად ენდობით, რომ მისგან ყოველთვის მიიღებთ რჩევას. გაუფრთხილდით ასეთ ადამიანებს, იყავით მომთმენი, რადგან სწორედ ისინი გეხმარებიან პიროვნების დახვეწაში.

დააფასეთ ყველაფერი, რაც კი ოდესმე გადაგხდენიათ ცხოვრებაში.. ერთხელაც, როცა უკან მოიხედავთ, მიხვდებით თუ რა დიდი როლი უთამაშიათ მათ თქვენს შემდგომ წინსვლებში.

იამაყეთ თქვენი უნიკალურობით და ეცადეთ არასდროს მიგიზიდოთ შაბლონმა, სტერეოტიპმა, კლიშემ.

გაიღიმეთ, მაშინაც კი როცა არ გეღიმებათ. ნუ დახარჯავთ ნურც ერთ წუთს ცუდ ხასიათზე ყოფნით.

თარგმანი: ანი ბუკია