Skip to content

რატომ უნდა გავიღიმოთ უფრო ხშირად?!

როდესაც იღიმი მიმზიდველი ხარ. შენი ღიმილი შენზე ბევრს ყვება. არ გჯერა? ერთი წუთით დაფიქრდი შენთვის მიმზიდველ ადამიანებზე. ხშირად იღიმიან? მგონი ვხვდები რასაც მიპასუხებ. როდესაც მოღიმარ ადამიანს ვხედავ პოზიტიური ენერგიით ვივსები. ისინი სხვებზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ. სანდოობის კოეფიციენტი იზრდება. წარმოიდგინე უცხო გარემოში ხვდები, ვინ უფრო მიმზიდველია? ადამიანი რომელიც News Feeds ,,სქროლავს’’ , თუ ის ვინც გარშემომყოფებს ღიმილიანი სახით ათვალიერებს.

გარდა იმისა, რომ როდესაც იღიმი, ბევრ კომპლიმენტს იღებ, ამ დროს თქვენი სხეული სისხლის თეთრ უჯრედებს გამოიმუშავებს. ეს ნიშნავს, რომ თქვენს ორგანიზმში ინფექციური დაავადებების რისკი მცირდება.

გაიხსენეთ წარმატებული ლიდერები, ისინი ხშირად იღიმიან. თქვენ ამ დროს უფრო თავდაჯერებული ჩანხართ. მარტივი მაგალითი: გასაუბრებისას როდესაც დაძაბული ზიხარ, დამსაქმებელი დარწმუნებულია რომ შენ ნერვიულობ. რატომ ნერვიულობ? იმიტომ რომ საკუთარი თავის თავადვე არ გჯერა და სხვა რაში უნდა დაარწმუნო. ახლა კი ის გასაუბრება გაიხსენე, რომლის დროსაც ღიმილიანი სახით იჯექი და სიტუაცია დაძაბული სულაც არ იყო. დარწმუნებული ვარ მეორე შემთხვევაში სამსახურშიც აგიყვანეს … არა? მაშინ, სამომავლოდ გაითვალისწინე და ასეც იქნება.

ღიმილი გაბედნიერებს. ამცირებს სტრესს და თქვენს განწყობაზე დადებით გავლენას ახდენს. როდესაც მოწყენილი ხარ, უბრალოდ ღრმად ისუნთქე და გაიღიმე. ნახავ რამდენს შეძლებ!

ყველაზე მთავარი- ღიმილი ძალიან მარტივია, არც დროს მოითხოვს და არც ენერგიას. თანაც ღიმილი გადამდებია და ამ დროს სხვებსაც აბედნიერებ.

დოჩანაშვილი გამახსენდა

,,არაფერი ისე გადამდები არ არის, როგორც გულწრფელი ღიმილი, მთქნარებაზე მეტადაც კი’’.

მე ხშირად ვიღიმი და იმედია, დღესაც ვინმეს გადაედო ჩემი ღიმილი.

სალომე ლეკიშვილი