რატომღაც ეს იგავი გამახსენდა:
ერთხელ ერთი კაცი სამოგზაუროდ წავიდა. ბევრი იარა თუ ცოტა იარა ერთ ადგილას შეჩერდა და მოხუცებულ კაცს ჰკითხა:
– ეს გზა საით წამიყვანს?
– თქვენ სად გინდათ წახვიდეთ? – კითხვა დაუბრუნა მოხუცმა.
– ზუსტად არ ვიცი – უპასუხა მოგზაურმა.
– კარგით მაშინ რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის. აირჩიეთ ნებისმიერი გზა – უპასუხა მოხუცმა.
ალბათ ხვდებით,რომ იგავი მიზნების დასახვის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, მოხუცს კი ვერაფერს ვეტყვით: თუ არ ვიცით საით უნდა წავიდეთ, მაშინ საერთოდ სად მივდივართ? იქნებ მხოლოდ ოცნება საკმარისი არაა გზების მოსაძებნად?! რატომ ვერ ვისრულებთ მათ და რატომ მუდმივად მიზეზებზე ვფიქრობთ, როცა თავისუფლად შეიძლებოდა გამოსავალზე გვეფიქრა??? ალბათ ასე შორს ვერ წავალთ…
- რა იქნებოდა საკმარისი ფული,რომ მქონდეს.
- რა იქნებოდა საკმარისი დრო,რომ გამომენახა.
- რა იქნებოდა მქონოდა საკმარისი ცოდნა,ნიჭი და გამოცდილება.
“ჩემი ოცნებაა გავხდე წარმატებული ბიზნესმენი, რა იქნებოდა ამის შესაძლებლობა მქონოდა?!”
“ჩემი მიზანია გავხდე წარმატებული ბიზნესმენი, როგორ შეიძლება ამ მიზნის მიღწევა?!”
- რა იქნებოდა საკმარისი ფული,რომ მქონდეს?
- რა იქნებოდა მქონდეს საკმარისი დრო…
- როგორ შეიძლება საკმარისი ფული ვიშოვნო?
- როგორ შეიძლება მქონდეს საკმარისი დრო?
- როგორ შეიძლება მივიღო საკმარისი ცოდნა, გამოცდილება?
- როგორ შეიძლება გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობები და ნიჭი?
- თუ ფული ბარიერს წარმოადგენს, როგორ შეიძლება იშოვნოთ უკეთესი სამსახური? შექმნათ და გაყიდოთ რაიმე პროდუქტი? აიღოთ სესხი?
- თუ დრო გაბრკოლებთ, როგორ შეიძლება ადგეთ უფრო ადრე? დაიძინოთ უფრო გვიან? დაგეგმოთ დღე? შეამციროთ იმ საათების ოდენოდა, რომელზედაც ფიქრობთ, რომ უსარგებლოდ ატარებთ?
- თუ საკმარისი ცოდნა არ გაქვთ როგორ შეიძლება ისწავლოთ ის, რაც გჭირდებათ? გაიაროთ შესაბამისი კურსი? წაიკითხოთ წიგნი? დაუსვათ შეკითხვები გამოცდილ ადამიანებს და მიიღოთ პასუხები?
“ჩემი ოცნებაა გავხდე წარმატებული ბიზნესმენი. რა კარგი იქნებოდა ამის შესაძლებლობა, რომ მქონოდა?!”
“ჩემი მიზანია გავხდე წარმატებული ბიზნესმენი. ვიფიქრებ როგორ შევძლებ ჩემი იდეის განხორციელებას,შევქმნი გეგმას, ყოველ დილით ადრე ავდგები, გამოვყოფ დროს, რომ შევიძინო მეტი ცოდნა, ვიშრომო მეტი და გამოვიმუშაო საჭირო ფული.”