ეს არ არის უნივერსალური მიდგომა, თუ როგორ უნდა შეაფასო შენი თავი, ან რომელიმე ახალგაზრდა. ეს უბრალოდ ჩემი ნააზრევია, თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ რჩევების მიხედვით თქვენ აუცილებლად ამოიცნობთ რამდენად სწორია თქვენი ფასეულობა აღნიშნულ საკითხში. მაშ ასე, დავიწყოთ.
1. საღად მოაზროვნე ახალგაზრდა სწორად ალაგებს პრიორიტეტებს – საღად მოაზროვნე ადამიანისთვის მისი მეწყვილე ყველაფერში პირველია, მაგრამ თუ საქმე გადაუდებლად აქვს, ამ დროს ის გადაწყვეტილებას ღებულობს, რომ პრიორიტეტი აუცილებელ საქმეს მიანიჭოს და არა გრძნობას. მოტყუებული და გატაცებული ახალგაზრდა კი პირიქით არის, ის მართულია გრძნობით და ვერ ხედავს აუცილებლობას, რომ სასწრაფოთ დაასრულოს საქმე, რომელიც გრძნობისგან განსხვავებით, ვერ მოიცდის. ამ დროს ადამიანი ‘დაბრმავებულია გრძნობით.
( მაგალითად: მომზადება პრეზენტაციისათვის: საღად მოაზროვნე ადამიანი ამ დროს პრიორიტეტს მიანიჭებს გადაუდებელ საქმეს, ხოლო მოტყუებული ახალგაზრდა იტყვის, ‘მთავარია ჩემ საყვარელ ადამიანთან ვარ და ყველაფერი კარგად იქნება.’ ) ეს დიდი ტყუილია!
2. საღად მოაზროვნე ახალგაზრდა არჩევს წაგებულად დარჩენას – საღად მოაზროვნე ადამიანი არ იმართლებს თავს უთანხმოებისას, არამედ ეძებს და აღიარებს მის ბრალს და პატიებასაც კი ითხოვს ამის გამო. თუნდაც მას არ გამოეწვია კონფლიქტი, ის მაინც სიტუაციის მოგვარებისკენ ისწრაფვის, ის მაინც მზად არის პირველმა აღიაროს მისი დანაშაული და სტიმული მისცეს მის მეწყვილეს რომ მანაც ითხოვოს პატიება. ხოლო მოტყუებული ახალგაზრდა ეგოისტად და უტეხად მყარად დგას მის პოზიციაზე, რომ ის აუცილებლად მართალია, და ეს არათუ აგვარებს სიტუაციას, არამედ უფრო ძაბავს და საქმე ზუსტად იმ სავალალო შედეგამდე მიდის, როგორც ზემოთ ვახსენეთ, იკარგება ნდობა, ქრება (სუსტდება) გრძნობა.
3. საღად მოაზროვნე ახალგაზრდა არასოდეს არ წყვეტს ურთიერთობას პრობლემის გამო – საღად მოაზროვნე ადამიანმა იცის, რომ არ არსებობს უნიკალური ადამიანი, რომელიც არ ცდება, ის აუცლიებლად ხედავს მის მეწყვილეში პლიუსებთან ერთად მინუსებს და ამ პრობლემებს საღად მოაზროვნე ადამიანი აღიქვამს, როგორც გამოწვევას, რომ გაზარდოს მისი ურთიერთობის დონე მის მეწყვილესთან მისი მოგვარებით და არათუ შეწყვიტოს ეს ურთიერობა, როგორც ამას მოტყუებული ახალგაზრდა აკეთებს, მოტყუებული ახალგაზრდა მისტიურ და უნიკალურ მეწყვილეს ელოდება და როცა მის მინუსებს ხედავს უბრალოდ ამბობს, რომ ვერ გაუგო მის მეწყვილეს და სხვის ძებნას იწყებს, რაც დამანგრეველია მისი მეწყვილესათვის.
4. საღად მოაზროვნე ახალგაზრდა თავშეკავებული არის ურთიერთობებში – საღად მოაზროვნე ადამიანი უფრთხილდება მისი და საკუთარი მეწყვილის რეპუტაციას და ყოველთვის ფრთხილია მასთან ურთიერთობაში. მან იცის, რომ დროებითი თავშეკავება დიდ და მომეტებულ წარმატებას ჰპირდება, რომელიც მის ხელშია და ვერავინ წაართმევს. ხოლო მოტყუებული ახალგაზრდა მოტივირებულია, რომ სწრაფად დაიკმაყოფილოს მისი ‘გულისთქმა’ და არ იჩენს სიფრთხილეს მის მეწყვილესთან ურთიერთობაში და უფრო მეტად ემორჩილება გრძნობებს და არა საღ აზროვნებას.
5. საღად მოაზროვნე ახალგაზრდა არ განიხილავს სხვა მეწყვილის ალტერნატივას – საღად მოაზროვნე ადამიანს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ მის მეწყვილესთან ერთად გაატარებს ერთობლივ ცხოვრებას, რომელსაც მალე დაიწყებენ ერთად, ის არც კი განიხილავს სხვა ალტერნატივას, რადგან მისი მეწყვილე მისთვის ერთადერთია. მოტყუებული ახალგაზრდა კი გრძნობის განელებასთან ერთად იწყებს მისი მეწყვილის შემცვლელის ძიებას.
თქვენ შეგიძლიათ კვლავ გადაავლოთ ხოლმე თვალი ამ რჩევებს და პრაქტიკაში გაატაროთ ისინი თქვენს ურთიერთობებში, თუ თქვენ უკვე ხართ საღად მოაზროვნე, გილოცავთ! ხოლო თუ თქვენ ჯერ კიდევ ცდებით, მაშინ მინდა გაგამხნევოთ და გითხრათ, რომ ეს შენი შანსია, რომ შეცვალო ძველი-ახლით. უვარგისი-უკეთესით.
რომეო შალამბერიძე