Skip to content

მოტივაცია, ეს უდიდესი ძალაა

4 წლის წინ, როდესაც ჟურნალი „4 მოტივი“ აღმოვაჩინე, აღვფრთოვანდი, ცნობილი ადამიანების იმდენ სასარგებლო რჩევას გავეცანი. მახსოვს ერთ-ერთი ფრაზა, რომელმაც დამაფიქრა და დიდი შემართება მომცა – „ფორმალური განათლება არსებობის საშუალებას მოგცემთ, თვითგანათლება წარმატებამდე მიგიყვანთ“ და გენიალური ბეთჰოვენის სიტყვები – “ გენიოსობა შრომისმოყვარეობაზე ოდნავ მაღლა დგას“.

შესაძლებელია ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთო თუ მოინდომებ. მუსიკის ნიჭი რომ არ მქონოდა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ვიმუშავებდი – „ადამიანური ურთიერთობები ყველაზე დიდი ფუფუნებაა“.

ძალიან მიზიდავს ფილოსოფია, ფსიქოლოგია, მეცნიერება… ამ დროის განმავლობაში ნელ-ნელა მეც დამიგროვდა ჩემი შეხედულებები და აზრები ცხოვრების შესახებ, რომლებსაც საყვარელ ჟურნალს ვუზიარებ..

  • ადამიანები აზროვნებენ ისე, როგორც ცხოვრობენ.
  • ცოტა ბევრია და ბევრი ცოტაა.
  • მუსიკას უდიდესი ძალა აქვს და რომ არა ის, ცხოვრება ძალიან მოსაწყენი იქნებოდა.
  • ადამიანი, რომელიც იზრდება კლასიკური მუსიკის გარემოცვაში, ვერასდროს გახდება ფარისეველი, ყალბი, ბოროტი. შეუძლებელია მას არ უყვარდეს ადამიანები.
  • მთავარია მონდომება. როცა რაიმეს იწყებ, გზა აუცილებლად გამოჩნდება.
  • შეუძლებელია გაიცნო ადამიანი და მისგან რაიმე კარგი და სასარგებლო არ ისწავლო. მე ყოველდღე ვაკვირდები ადამიანებს და ვცდილობ მათგან ვისწავლო.
  • ადამიანებმა რაღაც წერტილისოდენა ვიცით და ამ წერტილებით ვავსებთ ერთმანეთს.
  • კაცობრიობის აზროვნება ბრუნავს, დედამიწაც ბრუნავს.
  • ჩვენს მიერ გაკეთებული კარგი თუ ცუდი საქმეები ჩვენვე უკან გვიბრუნებდა. ბუნებაში ყველაფერი ბრუნავს, პირველი რიგში, ჩვენი პლანეტა.
  • ადამიანები ნაცნობებთანან უცნობებთან ხშირად აღნიშნავენ, რომ ვინმე წარმატებული ან ცნობილი ადამიანი მათი ახლობელია, ისე
    რომ არც გიკითხავს. მთავარია შენ ვინ ხარ და რისი გაკეთება შეგიძლია და თუ ვინეს წარმოადგენ ცხოვრებაში, არც ამის აფიშირებაა საჭირო. „საქმემან შენმან გამოგაჩინოს!“ – ასე უნდა იცხოვრო.
  • ადრე მაწუხებდა სხვები რას ფიქრობდნენ ჩემზე, ახლა მაწუხებს მე რას ვფიქრობ სხვებზე.
  • დიდი ადამიანები ჩვენი დიდი მოტივაციაა.
  • ცხოვრებაში მთავარია არ არის ნიჭიერი, წარმატებული ან ლამაზი იყო, მთავარია ადამიანი იყო.
  • დიდი საქმეები უბრალოდ და ადვილად ხდება.
  • როცა ტკივილს იგრძნობ, დაფიქრდი იმაზე, ამან კარგი რა მოგცა.
  • იყავი თავმდაბალი, მაგრამ ღირსეული. იყავი უბრალო, ეს დიდი სიამოვნებაა.
  • ადამიანი ცხოვრებაში სასწაულს ელოდება, ამ დროს თვით ადამიანია სასწაული.
  • მე არ ვფიქრობ, რომ აუცილებელია იყო პოპულარული, რომ მიაღწიო წარმატებას. მსოფლიოში ბევრია ადამიანი, რომელიც არ არის პოპულარული და არის წარმატებული და ბევრია, რომელიც არის პოპულარული და წარუმატებელი.
  • ამ საუკუნეშიც კი, როცა ჩვენ გვაქვს თვითმფრინავი, მობილური, ინტერნეტი, ადამიანების უმეტესობა მშიერია.
  • ჩვენ არავინ გვმართავს, ჩვენ ერთმანეთს ვმართავთ.
  • რაც ერთი მხრივ კარგია, მეორე მხრივ ცუდია და პირიქით.
  • ზომიერება ოქროა, ოქროს მოპოვება ძნელი.
  • რომ არა ადამიანის გაუმაძღარი ბუნება, დედამიწა სამოთხე იქნებოდა.
  • დიდი ადამიანები თავმდაბლები არიან, პატარა ადამიანები თავმაღლები.
  • ბედისწერის შეცვლა შესაძლებელია შენი აზროვნებით, მოქმედებით,დამსახურებით და ღმერთის დახმარებით.
  • ცხოვრება ფეხბურთს გავს და ფეხბურთი ცხოვრებას, მოულოდნელობებითაა სავსე.
  • მე მჯერა ღმერთის, ჩემი თავის, რომ არსებობენ კარგი ადამიანები და რომ სიკეთე არ იკარგება.

პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით,
მარიამ გელოვანი