Skip to content

კაპიტალიზმი მარტივად, ანუ როგორ აიხსნება ის სხვადასხვა ქვეყნებში

ტრადიციული კაპიტალიზმი

თქვენ გყავთ ორი ძროხა, ყიდით ერთს და ყიდულობთ ხარს. თქვენი ჯოგი მრავლდება და ეკონომიკა იზრდება. შემდეგ თქვენ ყიდით ჯოგს და მიღებული შემოსავლით ცხოვრობთ.

ავსტრალიური კაპიტალიზმი

თქვენ გყავთ ორი ძროხა, ყიდით ერთს და შემდეგ აიძულებთ მეორეს მოიწველოს ოთხი ძროხის რძე. ბოლოს გიკვირთ, რომ ძროხა კვდება.

ფრანგული კაპიტალიზმი

თქვენ გყავთ ორი ძროხა და აგრძელებთ ბრძოლას, აწყობთ აქციებსა და ამბოხებებს, რადგან სამი გსურთ გყავდეთ.

იაპონური კაპიტალიზმი

თქვენ გყავთ ორი ძროხა. აკეთებთ მათ რედიზაინს, ისე, რომ ზომაში ათჯერ დაპატარავდნენ და ამავდროულად, 20-ჯერ მეტი რძე მოიწველონ. შემდეგ ქმნით მულტიპლიკაციურ სურათს ძროხაზე, სახელად “ქაუკიმონი”, რომელიც მსოფლიო ბაზრებს იპყრობს.

გერმანული კაპიტალიზმი

თქვენ გყავთ ორი ძროხა. თქვენ ისე გადააკეთებთ ამ ძროხებს, რომ იცოცხლონ ასი წელი, ჭამონ თვეში ერთხელ და თავისით იწველებოდნენ.

ბრიტანული კაპიტალიზმი

თქვენ გყავთ ორი ძროხა. ორივე მაგრად აფრენს.

კანადური კაპიტალიზმი

თქვენ გყავთ ორი ძროხა. როცა მათზე ფიქრობთ ასკვნით, რომ ისინი ცხენირმებს ჰგვანან. ფაქტია, ასეცაა. ერთი ფრანგულად საუბრობს, მეორე ინგლისურად. ერთი ახალი ქვეყნის შექმნისთვის იბრძვის, მეორე არ აძლევს მას ამის საშუალებას. პ.ს ჰოკეის ორივე კარგად თამაშობს.

იტალიური კაპიტალიზმი

თქვენ გყავთ ორი ძროხა, მაგრამ არ იცით სად არიან. სასაუზმოდ მიდიხართ.

რუსული კაპიტალიზმი

თქვენ გყავთ ორი ძროხა. თვლით და აღმოაჩენთ, რომ 5 გყოლიათ. კიდევ ითვლით და 42-მდე ადიხართ. გაოცებული კიდევ ერთხელ გადაამოწმებთ და ამჯერად 12-ს დაითვლით. შემდეგ წყვეტთ დათვლას და კიდევ ერთ ბოთლ არაყს სვამთ.

შვედური კაპიტალიზმი

თქვენ გყავთ 5 000 ძროხა, რომელთაგანაც არცერთი არ გეკუთვნით. უწესებთ სხვებს მძიმე გადასახადს მათი შენახვისთვის.

ჩინური კაპიტალიზმი

თქვენ გყავთ ორი ძროხა და 300 მუშა. ამტკიცებთ, რომ სრული დასაქმებაა და მაღალი პროდუქტიულობა. შემდეგ აკავებთ ჟურნალისტს, რომელიც გაუფრთხილებლად ამხელს ძროხების ნამდვილ ოდენობას.

ახალზელანდიური კაპიტალიზმი

თქვენ გყავთ ორი ძროხა. მარცხენა ძროხა რაღაც ძალიან მომხიბვლელი ჩანს.

კაპიტალიზმი ქართულად

გყავთ ორი ძროხა. ყიდით ძროხებს, რათა შვილებს “უმაღლესი” განათლება მისცეთ, ასწავლოთ თქვენს მიერ არჩეული პროფესია, რომელიც არც იციან რაში სჭირდებათ. ან უარეს შემთხვევაში ყიდით ძროხებს, რათა შვილებს “Iphone” უყიდოთ.