Skip to content

ამბობენ: ომს თუ საკუთარი თვალით დაინახავ , ვერასდროს დაივიწყებო. მახსოვს, ხშირად იგონებდა ბაბუაჩები მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ამბებს, როგორ მოუკლეს ძმა, როგორ იმალებოდა ერთ მიწისქვეშა ორმოში, სადაც მზის შუქიც კი არ აღწევდა, როგორ დაუხვრიტეს მამა და დედამ მარტოდმარტო როგორ გაზარდა…

ამ ამბებს ძალიან ხშირად მიყვებოდა, თავიდან მეგონა აღარ ახსოვდა წინათ ნაამბობი და მოხუცების ჩვეულ გულმავიწყობას ვაბრალებდი, მაგრამ მერე მივხვდი, მას არაფერიც არ ავიწყდებოდა, უბრალოდ სურდა ჩემს თვალებში მწუხარება, თანაგრძნობა დაენახა, ბავშვები ხომ ასე გულჩვილები არიან და მეც გამონაკლისი არ ვიყავი. ყოველთვის მეუბნებოდა : რაზეც ფიქრი შიშს გგვრის იმის დანახვა არასდროს ინატროო…

და მაინც, რატომ იწვევს ომი ასეთ შიშსა და ძრწოლვას, რატომ გრძნობ თავს დაუცველად, რატომ გეცლება ხელიდან საყვარელი ადამიანები, იქნებ, იმიტომაც, რომ ომი არასდროს გახეირებს, არასდროს დაგტოვებს გაღიმებულს. იგი ტკივილის გარდა არაფერს გიტოვებს.

ომი გვანადგურებს, მაგრამ ჩვენი სულის შეუღწევად კუნჭულებში, მაინც რჩება მახსოვრობის უნარი…

ეს მოხდა ვიეტმანში:

– ქალბატონო, რა გქვიათ?

– არ ვიცი.

– რამდენი წლის ხართ? სადაური ხართ?

– არ ვიცი.

– რატომ თხრით ამ სოროს?

– არ ვიცი.

– რამდენი ხანია, რაც იმალებით?

– არ ვიცი.

– რატომ მიკბინეთ თითზე?

– არ ვიცი.

– თქვენ რა, არ იცით, რომ ჩვენ არაფერს დაგიშავებთ?

– არ ვიცი.

– ვის მხარეზე ხართ?

– არ ვიცი.

– ეს ომია, თქვენ უნდა აირჩიოთ.

– არ ვიცი.

– თქვენი სოფელი კიდევ არსებობს?

– არ ვიცი.

– ესენი თქვენი შვილები არიან?

– დიახ.

(ვისლავა შიმბორსკა)

ავტორი: მარიამ ნებიერიძე