Skip to content

დაკვირვებები და შემდგომ განხილვები

მაინც , რანი ვინ ვართ ჩვენ ? ჰო ჩვენ ! ( საუბარია : ჩენზე , შენზე და მასზე . ანუ ხალხზე ) ადამიანი , დიდი ოკეანეა , რომლის შესწავლასაც , როგორც ვატყობ , ვერავინ მოახერხებს . იცით კიდევ ვის გავს ადამიანის ფენომენი ? იმ მიწას რომელიც , შეუსწავლელია და ფეხი არავის დაუდგამს . რამდენიმე წელია , მეტად საინტერესო დაკვირვებას ვაწარმოებ . ვაკვირდები ხალხს . ჰო ეს ძალზედ საინტერესო რამ აღმოჩნდა , ყოველ ჯერზე ვწრმუნდებოდი , რომ ხალხი იყოფა ჯგუფებად . ამ დროის განმავლობაში , წავაწყდი ბევრნაირ ადამიანს . იყვნენ : ამბიციურები , ამაყები და თავის თავში დარწმუნებული იდიოტები , ვნახე კეთილებიც და ბრიყვებიც , ემოციურები და უგემოვნოები . ( ბოლომდე ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს ) მაგრამ აი , რჩეულთა კასტის წევრის ხილვა , ერთი დიდი სიამოვნება აღმოჩნდა .

გოგონა ვიპოვე . დიახ , გაზაფხულის გოგონა ! მისი აღმოჩენა ჩემთვის მოგებას ნიშნავდა , დიდ მოგებას , აი ისეთს ჭადრაკს , რომ თამაშობ და ერთი ქვაღა შეგრჩენია თორმეტის წინააღმდეგ . უცებ ბედი , რომ შემოტრიალდეს და ამ ერთი ქვით დაამარცხო თორმეტივე. აბა წარმოიდგინეთ , კაცი ორი წელი გადაბმულად რჩეულის ძიებაში ვიყავი და უცებ შუა ქუჩაში ხვდება . ( სხვა რაღა უნდა ვუწოდოთ ამას ) თვალებიდან ეტყობოდა , რომ ამქვეყნიური არ იყო  ( არ შეშინდეთ მისი სილამაზე იგულისხმება ) განა ოდესმე შეგინიშნავთ ვინმეს თვალებში გალაქტიკა ? მის თვალებში , ეს ნათლად ჩანს . ყოველივე სიმწვანეს ეტრფის , აბა რა გეგონათ გაზაფხულის გოგონა ბუნების ნაწილია , ბუნებამ შვა იგი !

მასში პროტესტანტი სახლობს , შეუძლია ქარიშხალიც იყოს . რა თქმა უნდა ჩემზე და შენზე  უკეთ აღიქვამს ყოველივეს ან უარესად . მზესავით ნათელია . სახეზე რამდენიმე ჭორფლი აქვს , მზის შვილები , მგონი ეს უფრო მომაჯადოებელს ხდის . ( არ გაიკვირვოთ , ეს ჩემი მუზა გოგოს როლში კარგად გრძნობს თავს , რა საჭიროა ბიჭი იყოს ) ჰო და ეს ჩემი მწვანე გოგონა , ვიპოვე შუა ქუჩაში .

მერე დავფიქრიდი ; რომელი პლანეტიდან უნდა ყოფილიყო . არა დედამიწელს დღემდე არ ჰგავს . იცით ? მას სჯერა , რომ მწვანე არსებები არსებობენ . ( საუბარია უცხო პლანეტელებზე ) ხომ გითხარით მწვანე გოგოათქო , მწვანეთ აღიქვამს რა .  დაკვირვება არ შემიწყვიტავს , ასეთი განძი ვიპოვე და ახლა ერთფეროვნებას ვერ შევეგუებოდი , ერთხელაც შემნიშნა , რა არ ვცადე მაგრამ , მაინც მოვიდა ( და მაინც დავრწმუნდი , რომ ჩემგან  გამომძებელი ან რაიმე მსგავსი ვერ დადგებოდა ცუდათ ვინიღბები) ხელში მწვანე ბუშტი ეჭირა და ასე უცერემონიოთ ( არც კი გამეცნო ) მითხრა : შენი აზრით , ახლა ამ ბუშტს ხელი , რომ გავუშა  უცხო პლანეტელი დაიჭერსო ?

ჰო და წამიც არ დამიყოვნებია  ვუთხარი : გიცდის , დაიჭერს აბა რას იზამსთქო . გაიღიმა და წავიდა , მიხვდა ერთნაირად ვაზროვნებდით ან რამე მსგავსი , სხვანაირად მის კოსმოსს ვერ შევამჩნევდი . ყოველივე ამის შემდეგ ისევ  კვლავ ვაკვირდებოდი მხოლოდ იმ განსხვავებით , რომ მაინ იცოდა მე რომ ვუყურებდი და ამის წინააღმდეგი არ იყო , ბევრჯერ დამაფიქრა დაკვირვებაც კი დიდი სიამოვნებას მგვრიდდა , მოკლედ სიტყვების გარეშე  ვმეგობრობდით , სხვანაირად არც შეიძლებოდა . კამათს ვერ იტანდა  ეს უგუნურთა საქმეაო , ხალხი არასდროს წყალობდა მას , მისი სილამაზის გამო  მაგრამა რარც ის წყალობდა ხალხს . ხო და ეს ხალხი დანახვის თანავე  თითო ბუნების ნაწილს აცლიდა , როგორც ხეს ტეხავენ ტოტებს .

მორალი : არსებობენ რჩეულები  , რომლებიც საგანძურის ტოლფასნი არიან , ხალხს არ უყვარს რჩეულები მათ თითო მუჭ ტალახს ესვრიან თუდაც იმიტომ რომ ისინი ლამაზები არიან , დადიან დაბოღმილები და ამ ჩვენ დედამიწას ბუნებას უნდაგურებენ განა შეიძლება მშენიერი არსების  განადგურებ ? რა მნიშნელობა აქვს ის როგორია  განსხვავებული აზრის ქონა  დანაშაული არ არის  ნუ შეგვშურდება სხვისი დავტკბეთ ცხოვრებით და ასეთი სრულყოფილი ადამიანების ცქერით . #შევიყვაროთბუნება #ნუმოკლავთგაზაფხულისგოგოებს !

ავტორი : ნანო ჯაიანი