Skip to content

ტექნოლოგია ჯანსაღი კვების სამსახურში – „soplidan.ge-ის” წარმატების ისტორია

იშვიათად, მაგრამ მაინც წააწყდებოდით ხოლმე Facebook-ზე ფრაზას: „მალინა, მალინას” ძახილმა გაგვაღვიძა დილა უთენიაო“… ჟოლოს სეზონიც გადავიდა და ნატურალური პროდუქტის შემომთავაზებელი ხმაც არსაიდან ისმის, არა და, არც თუ ისე დიდი წინ, ხმებს უფრო ხშირად და სხვადასხვანაირად გაიგონებდით: „აბა სოფლის კარტოფილი“, „კამეჩის მაწონი“ და ა.შ. ეს ძახილი ნელ-ნელა შემცირდა და თითქმის გაქრა, რაც ბუნებრივად აჩენს აზრს, რომ ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად ბაზრიდან ნატურალური საკვები პროდუქტიც გაუჩინარდა.

მოღვაწეობის ადრეულ პერიოდში ჟან ჟაკ რუსომ გამოთქვა მოსაზრება, რომ ტექნოლოგიური პროგრესი კაცობრიობას დაღუპავდა და ბედნიერება არა განვითარებაში, არამედ უკან „გამოქვაბულში“ უნდა ვეძებოთ. ნუთუ მართლა ასეა… მართლა ალტერნატივის წინაშე ვდგავართ?! ან 21-ე საუკუნის მიღწევებით ვისარგებლოთ, ან ნატურალურად და ჯანსაღად ვიკვებოთ?!

„თიბისი ბანკის“ „ბიზნეს დაჯილდოების“ ფინალისტი ნომინაციაში „წლის აგრობიზნესი” გახდა soplidan.ge, ქართველი ფერმერებისაგან შეძენილი პროდუქტების ინტერნეტმაღაზია. ინტერნეტმაღაზიის შემქნელი ტექნოლოგიების დახმარებით ნატურალური პროდუქციით ამარაგებს ყველას, ვისაც „ბებო“ ვერ უგზავნის სოფლიდან ჯანსაღ საკვებს.
13669468_272216559821980_7413278339710689449_o
ნათია ნინიკელაშვილი (soplidan.ge-ს დამფუძნებელი): „იდეა დამებადა დიასახლისის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე. მე თვითონ თელავიდან ვარ. დედაჩემი ახლაც იქ ცხოვრობს და სულ ვაბარებდი სოფლის ქათამს, კვერცხს ბავშვებისთვის. ჩემი თანამშრომლები ხშირად მეუბნებოდნენ, ქათამი და კვერცხი ჩვენთვისაც წამოაღებინე დედაშენსო. აქედან დამებადა იდეა, რომ შეიძლება შექმნილიყო საიტი, რომელიც ძალიან ხელსაყრელი იქნებოდა ბევრისთვის. ვისაც სურვილი ექნებოდა, მიეცემოდა შესაძლებლობა ეყიდა სოფლის ნედლეული თუ პროდუქტი.”

დააკავშირო ერთმანეთთან ორი უკიდურესობა, ინტერნეტი და სოფელი ურთულესი საქმეა, მაგრამ, როდესაც სირთულეების ერთ ტალღას გადალახავ, ყველაფერი ავტომატურად იწყებს დალაგებას, თითქოს საქმე მექანიკურად ეწყობა.
ნათია: ”თავიდან ყველაფერი უფრო მარტივად ჩანდა, შემდეგ კი სირთულეებს წავაწყდით. უნდა გვეპოვნა ისეთი ადამიანები, რომლებიც ამზადებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. მომწოდებლები, რომლებთანაც გვექნებოდა კავშირი სტაბილურები უნდა ყოფილიყვნენ, მუდმივად და შეუფერხებლად უნდა შეძლებოდათ პროდუქტის მოწოდება, როდესაც დავურეკავდით და ვეტყოდით, რომ გჭირდება ესა და ეს, უარი არ უნდა ეთქვა. თუ უარს გვეტყოდა, მაშინ ყველაფერი ირეოდა. ძალიან მძიმე შრომა იყო. ახლა საქმე ცოტა გაიოლდა იმ კუთხით, რომ მომწოდებლები (გლეხები) თვითონ გვპოულობენ. ხშირად გვეუბნებიან – ოღონდ აიღეთ და და ჩვენ ყველაფერს მოგიტანთო, იმ ხალხსაც უჭირს. გლეხი მთელი დღეები, მიწაზე მუშაობს, მერე იღებს მოსავალს, ყოველივე ამის შემდეგ, დადგეს ბაზარში და გაყიდოს მისთვის რთულია.“

ბიზნესის წარმატებას კონკურენტუნარიანობა განაპირობებს. როდესაც არსებობს კონკრეტული საკითხები, რითიც შენს ალტერნატივას ჯობიხარ, მომხმარებელი შენს სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს.
ნათია: “საქართველოში მსგავსი საიტი და მომსახურება არ არსებობს. მიუხედავად ამისა, კონკურენტები მაინც გვყავს. მაგალითად, „ვაგზლის ბაზარი“, სადაც უნდა წახვიდე და იყიდო, მაგრამ იმდენად “benefit” აქვს ინტენეტით შეკვეთას, რომ ეს კონკურენცია ვერაფერ გვაკლებს. წამოიდგინეთ სახლში ზიხართ, ინტერნეტით შეუკვეთავთ, გადაიხდით და კარებთან მოგიტანენ, დაბრენდილს და სუფთად შეფუთულს.“

როდესაც წარმატებულ ბიზნეს ვხედავთ, პირველ რიგში მისი განმახორციელებელი გვიდგას თვალწინ, მთელ დამსახურებას მას მივაწერთ და ნაკლებად ვაჩნევთ იმ ადამიანებს, რომელთა მონაწილეობისა თუ მხარდაჭერის გარეშე საქმე არ გამოვიდოდა. საავმტომობილო ინდუსტრიის მამამთავარ ჰენრი ფორდისათვის უკითხავთს: ახალი სიცოცხლის დაწყება რომ შეგეძლოთ რომელ არსებად ისურვებდით ყოფნას? არ აქვს მნიშნელობა რომელი არსება ვიქნები, მთავარია ჩემ მეუღლედ ისევ ის ქალი მყავდეს“ – უპასუხა ფორდმა.
ნათია: “ჩემს ოჯახს რომ ეს იდეა დადებითად არ მიეღო, არაფერი გამომივიდოდა. ჩემი მეუღლე ძალიან მეხმარება, ისევე სწამს ამ ბიზნესის, როგორც მე. ოჯახი გვერდით რომ არ მედგეს და ასეთი დამოკიდებულება არ ჰქონდეთ, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა. შეიძლება მაინც გამეკეთებინა ის, რაც მინდოდა, იმიტომ, რომ ჯიუტი ვარ, მაგრამ სადღაც აუცილებლად გავიჭედებოდი.“

ბიზნესითვის ოჯახის მხარდაჭრით სარგებლობა მნიშნელოვანია, მაგრამ არანაკლებ საჭიროა სანამ გარისკავ, მყარ ფინანსურ ნიადაგზე იდგე. ასეთ შემთხევაში გადაწვეტილების მიღება ცაიტნოტში არ გიწევს და მეტი დრო გექნება გათვლისა და დაანგარიშებისთვის.
ნათია: “მაგისტრის ხარისხი მაქვს ეკონიმიკისა და ბიზნესის მიმართულებით. soflidan.ge-ს შექმნამდე 15 წელი ვიმუშავე ბანკში, ბოლო პერიოდი რისკების მათვის მიმართულებით ვსაქმიანობდი. საბანკო გამოცდილებამ მიმიყვანა გადაწვეყილებამდე, რომ მხოლოდ დანაზოგის არსებობის შემთხევაში მომეკიდა ხელი კერძო ბიზნესისთვის.“

პირადი გამოცდილებიდან დაბადებული ბიზნეს იდეა, რომელიც კონკურენტუნარიანობის კონკრეტულ ელმენტებს შეიცავს, ოჯახის სრული მხარდაჭერით ვითარდება და მყარი ფინანსური საფუძვლითაა უზრუნველყოფილი აუცილებლად იქნება წარმატებული. საჭიროა მხოლოდ ცხადა, მონდომება და რწმენა, რომ ყველაფერი გამოვა.

მოამზადა ილია ნიკაჭაძემ