Skip to content

Google-ის მენეჯმენტის 10 პრინციპი – მენეჯერი, რომელიც ზრუნავს თანამშრომლებზე

ნაცნობებისგან ხშირად მსმენია მათი სამუშაო გარემოს შესახებ უკმაყოფილება, ამიტომ დამაინტერესა, როგორია დამოკიდებულება დიდ კომპანიებში თანამშრომლების მიმართ. ჰოდა, შევედი Google-ში და… მათ შორის ყველაზე შთამბეჭდავი ჩვენი საყვარელი საძიებო სისტემის მენეჯერი აღმოჩნდა ჩემთვის.

სწორედ, Google არის ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემა მსოფლიოში, სადაც 60 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, რომლებიც დამფუძნებელ ლარი პეიჯს ყველაზე ლიბერალურ ხელმძღვანელად თვლიან.

კომპანიის მისიაა მომხმარებელს მარტივად მიუწვდებოდეს ხელი ყველა სახის ინფორმაციაზე. ლარი პეიჯის თქმით, კომპანიის წარმატებას დაარსების დღიდან განაპირობებს კოლეგებს შორის არსებული ურთიერთობა და გუნდური მუშაობა.

იგი დარწმუნებულია, რომ თუკი კომპანიის ხელმძღვანელობა გამუდმებით იზრუნებს დასაქმებულთა მოტივაციაზე და მათ შორის ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე, მაშინ ორგანიზაციას წარმატების მეტი შანსი ექნება.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თანამშრომლებზე ზრუნვას. მათთვის უფასოდ არის ხელმისაწვდომი სამზარეულო და მრავალფეროვანი განტვირთვის საშუალებები.

“Google – ეს პირველ რიგში ადამიანებია, – ამბობს ლარი პეიჯი, – ახალი კადრის აყვანისას უპირატესობას ვანიჭებთ არა იმდენად გამოცდილებას, რამდენადაც კანდიდატის ქმედითუნარიანობას. ვცდილობთ კომპანიაში შევინარჩუნოთ ატმოსფერო, სადაც თანამშრომელს საშუალება აქვს, თავისუფლად გამოხატოს მოსაზრება, შემოგვთავაზოს წინადადებები და ამგვარად შეიტანოს წვლილი საერთო საქმის განვითარებაში. მე და სერგეი ბრინი ყოველ პარასკევს სხვადასხვა განყოფილების თანამშრომლებს ვხვდებით. მათ, შეუძლიათ, ნებისმიერი შეკითხვით მოურიდებლად მოგვმართონ.’’

Inside Google new Australian headquarters.
Inside Google new Australian headquarters.

google11

Google-ის 10 პრინციპი :

  1. მთავარი საზრუნავი – მომხმარებელი
  2. აკეთე ერთი საქმე, მაგრამ ძალიან კარგად!
  3. რაც უფრო სწრაფია, მით უკეთესია
  4. უნდა გჯეროდეს ინტერნეტდემოკრატიის!
  5. ბიზნესი ყველასთვის სასარგებლო უნდა იყოს!
  6. ინფორმაცია არ შეიძლება იყოს ბევრი
  7. ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის
  8. სერიოზული შეიძლება იყო ჰალსტუხის გარეშეც!
  9. შესანიშნავი – ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული!

მე კი ჩემის მხრივ, გისურვებ, სამსახურში, თავს გრძნობდე მოწოდების სიმაღლეზე, აფასებდნენ შენს შრომას და შენს პიროვნებას. გისურვებ, ბოლომდე იყო თვითრეალზებული და შენი საყვარელი საქმის კეთებას ერქვას შენი სამსახური.

ნინო მაზანიშვილი

გამოყენებული მასალა: Google, ლარი პეიჯი..